დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 30/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016061 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ №02 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016010) დამტკიცებულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. სადაზღვევო საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, მზღვეველის მიერ ერთ რისკთან მიმართებაში აღებული ნეტო ვალდებულების მაქსიმალურ ოდენობასა და მის მიერ უკანასკნელი თარიღით გაანგარიშებული და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისთვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას შორის კანონმდებლობით დაწესებული თანაფარდობის დარღვევისას, მზღვეველი დაჯარიმდება დარღვეული პარამეტრის ოდენობის 2% - ით, მინიმუმ 2000 (ორი ათასი) ლარის და მაქსიმუმ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები