დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 305 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022860 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2021, 470230000.10.003.022567) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-2 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სარემონტო, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და აღჭურვა; გ) სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა; დ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების (მუნიციპალიტეტების: ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა;“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 51 841.0 ათასი ლარით:
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები