2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 430010000.10.003.022859
304
28/06/2021
ვებგვერდი, 30/06/2021
430010000.10.003.022859
2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 304

2021 წლის 28 ივნისი

   ქ. თბილისი

 

2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შეიქმნას 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა   და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი  საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  –  საბჭოს წევრი;

8. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

13. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი;

14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;

15. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – საბჭოს წევრი;

16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს მდივანი.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით შექმნილ საბჭოში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

1. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს (საბჭოს წევრი).

2. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს (საბჭოს წევრი).

3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს.

 

მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული „2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს  დებულება“. 

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



2022 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება

 


მუხლი 1.   ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიზანს, ამოცანებს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

 

მუხლი 2.  საბჭოს მიზანი, ამოცანები და უფლებამოსილება

1. საბჭოს მიზანია 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი.

2. საბჭოს ამოცანებია:

ა) 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა,  ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება;

ბ) 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

გ) 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა;

დ) 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში სამდივნოს,  თემატური სამუშაო ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ინიციირებული პროექტების  განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების წარმოდგენა საქართველოს მთავრობისთვის.

3. საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;

გ) საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით, მიიწვიოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები სხდომებში მონაწილეობის მისაღებად,  სათათბირო ხმის უფლების გარეშე.

 

მუხლი 3. საბჭოს საქმიანობა

1.  საბჭოს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2.  საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

3. სხდომები შესაძლებელია, ჩატარდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში, დისტანციურად (ელექტრონულ ფორმატში).

4. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომებს.

5. საბჭოს სხდომა იმართება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

6. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება, შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფი/ჯგუფები, რომლის/რომელთა შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო.

7. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.

8. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

9. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე.

10. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

11. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

12. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს ყველა წევრი და მდივანი.

13. შესაძლებელია, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღოს ელექტრონული ფორმით.

 

მუხლი 4. საბჭოს სამდივნო და ფუნქციები

1. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს მდივანი).  

2. საბჭოს სამდივნოს მიზანია საბჭოს საქმიანობის ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.  

3. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებია:  

ა) საბჭოს ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ბ) საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება;

გ) საბჭოს სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;   

დ) საბჭოს სამუშაო შეხვედრებზე დასწრება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დღის წესრიგისა და ოქმების მომზადება;  

ე) სტრატეგიულ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის;    

ვ) სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების პროცესში დონორული დახმარებების აღრიცხვა და ანალიზი, პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.