„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.022.018043
43/ნ
02/07/2021
ვებგვერდი, 05/07/2021
360160000.22.022.018043
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №43/ნ

2021 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ  ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 220211, 22/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.022.016056) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი