დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016371 |
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2904-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 ივნისის №9 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 09. 06. 2021. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის, საჯაროდ გამოქვეყნების წესის, პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.’’ 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტი, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2904-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები