„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016455
18
24/06/2021
ვებგვერდი, 29/06/2021
300300000.16.009.016455
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №18

2021 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუქციონი – დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მონაწილეების მიერ განაცხადების განთავსებისა და ამ წესებით განსაზღვრულ პერიოდში მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის გაანგარიშებისათვის;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განაცხადი – მონაწილის მიერ პლატფორმაზე განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მის მზადყოფნას ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, კონკრეტულ საათში/საათებში;“;

ა.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მონიტორინგის წესი – კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები;“;

ა.დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პლატფორმა – ბირჟის  ელექტრონული პლატფორმა, სადაც მონაწილეს აქვს განაცხადების განთავსებისა და ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობა და რომელიც გამოიყენება ფინანსური ანგარიშსწორებისათვის;“;

ა.ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) პორტფელი – ერთი ან რამდენიმე აქტივის გაერთიანება, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირდება მონაწილის ანგარიშის ქვეშ და რომლის მიხედვითაც ის ბირჟაზე განათავსებს ერთიან განაცხადს. ერთი პორტფელის ტრანზაქციები სრულად მიეკუთვნება ერთ დაბალანსების ჯგუფს;“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ვადების გამოთვლა

1. ამ წესებით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეები და შაბათ-კვირა არ ჩაითვლება, თუ ამ წესების კონკრეტულ მუხლში სხვაგვარად არ არის მითითებული.

2. ფინანსური ანგარიშსწორების მიზნებისათვის ვადები გამოითვლება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბანკო დღეებში, როცა ეს მითითებულია ამ წესების კონკრეტულ მუხლში.“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პლატფორმაზე განთავსებული განაცხადები უნდა ასახავდეს მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის ნამდვილ ინტერესს და უნდა იყოს ეკონომიკურად სათანადოდ დასაბუთებული.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. განაცხადში მოცემული ელექტროენერგიის ფასი არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.“;

დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს პლატფორმით სარგებლობის ინსტრუქცია, ასევე, მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა.“;

ე) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მონაწილის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს მხოლოდ ამ მონაწილისა და თავად წარმომადგენლის თანხმობით.“.

ვ) მე-12მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მონაწილედ რეგისტრაცია

1. მონაწილედ რეგისტრაციისათვის პირმა (კანდიდატმა) ბირჟის ოპერატორს უნდა წარუდგინოს განცხადება, ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად.

2. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას შეიმუშავებს ბირჟის ოპერატორი, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. ბირჟის ოპერატორის თანხმობის შემთხვევაში მონაწილის განცხადება მიიჩნევა მასსა და ბირჟის ოპერატორს შორის ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ დადებულ გარიგებად.

3. კანდიდატი რეგისტრირდება განცხადებაში მითითებული ბირჟის სეგმენტის/სეგმენტების მონაწილედ.

4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ინფორმაცია კანდიდატის საქმიანობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია განცხადებით მოთხოვნილ პორტფელთან/პორტფელებთან დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე;

გ) ამ წესების 24-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სავაჭრო და საკლირინგო წარმომადგენლების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. ბირჟის ოპერატორი, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავად ამოწმებს, გაწევრიანებულია თუ არა მონაწილე დაბალანსების იმ ჯგუფში, რომელიც განცხადებაშია მითითებული.

6. მონაწილე უფლებამოსილია, განცხადებაში მიუთითოს ისეთ წარმომადგენელზეც, რომელსაც აქვს მხოლოდ პორტფელის/პორტფელების დათვალიერების უფლება.

7. კანდიდატის განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ბირჟის ოპერატორმა მას უნდა გაუგზავნოს:

ა) თანხმობა, თუ განცხადება შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს და წარდგენილია ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაზე უფლებამოსილი პირის მიერ;

ბ)  უარი რეგისტრაციაზე, თუ განცხადება არასრულყოფილადაა შევსებული ან წარდგენილია ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ.

8. კანდიდატისთვის გაგზავნილ თანხმობაში ბირჟის ოპერატორი უთითებს მის მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო კოდს, წარმომადგენლის ანგარიშის დადასტურების წესს, ასევე, პლატფორმით სარგებლობის ინსტრუქციას. ამ მონაცემების მეშვეობით:

ა) მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი პლატფორმაზე მასთან დაკავშირებული პორტფელის/პორტფელების ფარგლებში შეძლებს:

ა.ა) განათავსოს განაცხადი;

ა.ბ) გაეცნოს ვაჭრობის შედეგებს;

ა.გ) მიიღოს ან/და გაგზავნოს პლატფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია განაცხადის განთავსებისა და ვაჭრობის შედეგების შესახებ;

ბ) მონაწილის საკლირინგო წარმომადგენელი პლატფორმაზე მასთან დაკავშირებული პორტფელის/პორტფელების ფარგლებში შეძლებს:

ბ.ა) მიიღოს ინფორმაცია მონაწილის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების შესახებ;

ბ.ბ) გაეცნოს მონაწილის ინვოისს;

ბ.გ) მიიღოს ან/და გაგზავნოს პლატფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია მონაწილესთან ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ;

გ) მონაწილის პორტფელის დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი (განცხადებაში ასეთი პირის მითითებისას) პლატფორმაზე შეძლებს შესაბამის პორტფელთან დაკავშირებული მონაცემების გაცნობას.

9. კანდიდატისთვის გაგზავნილ რეგისტრაციაზე უარის შეტყობინებაში ბირჟის ოპერატორი უთითებს განცხადების ხარვეზზე, რომელიც კანდიდატმა უნდა აღმოფხვრას ხუთი დღის ვადაში. ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში ბირჟის ოპერატორი დაჩქარებული წესით განიხილავს განცხადებას და ორი დღის ვადაში უგზავნის კანდიდატს რეგისტრაციაზე თანხმობას. იმ შემთხვევაში,  თუ ხარვეზი არ იქნა დროულად აღმოფხვრილი, მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადება არ კმაყოფილდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორი კანდიდატს გაუგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას.

10. წლიური საფასური ბირჟაზე დაშვებისთვის ასევე მოიცავს ერთი პორტფელის რეგისტრაციას.

მუხლი 13. მონაწილის წარმომადგენლები

1. სავაჭრო წარმომადგენელს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ბირჟის ოპერატორის მიერ ორგანიზებული გამოცდა ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში.

2. სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია სისტემატურად, უსასყიდლოდ უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ორგანიზება. გამოცდა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, ყოველკვარტალურად და მისი ჩატარების ზუსტი თარიღი უნდა გამოქვეყნდეს ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარ, არანაკლებ ერთი კვირით ადრე.

3. ბირჟის ოპერატორი თავად ამოწმებს, აქვს თუ არა კანდიდატის/მონაწილის მიერ მითითებულ სავაჭრო წარმომადგენელს ჩაბარებული ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდა.

4. ბირჟის ოპერატორი არ აფასებს საკლირინგო წარმომადგენლის, აგრეთვე, იმ წარმომადგენლის კვალიფიკაციას, რომელსაც აქვს მხოლოდ პორტფელის/პორტფელების დათვალიერების უფლება.

5. სავაჭრო წარმომადგენელი შეიძლება იმავდროულად იყოს საკლირინგო წარმომადგენელიც.

6. ბირჟაზე კანდიდატის/მონაწილის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიდან უნდა ჩანდეს კანდიდატის/მონაწილის და წარმომადგენლის შეთანხმება შესაბამის უფლებამოსილებაზე.

მუხლი 14. მონაწილეთა რეესტრი და სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება

1. ბირჟის ოპერატორმა უნდა აწარმოოს მონაწილეთა რეესტრი.

2. რეესტრი, ბირჟის თითოეული მონაწილის შესახებ, შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) მონაწილის სრული სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) მონაწილის სავაჭრო და საკლირინგო წარმომადგენელი (ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი), წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);

გ) ინფორმაცია მონაწილის პორტფელზე/პორტფელებზე და დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე;

დ) ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ წარდგენილი განცხადება და ბირჟის ოპერატორისგან მიღებული თანხმობა;

ე) ბირჟის ოპერატორის მიერ მინიჭებული რეგისტრაციის კოდი და თარიღი;

ვ) მონაწილის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას, მონაწილემ უნდა აცნობოს ბირჟის ოპერატორს ცვლილების ძალაში შესვლამდე, სულ მცირე, ორი დღით ადრე. თუ წინასწარი ინფორმირება შეუძლებელია, მონაწილემ ბირჟის ოპერატორს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ცვლილების შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციისთანავე. ბირჟის ოპერატორი მომდევნო დღის ბოლომდე ასახავს ცვლილებას მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე.

4. თუ მონაწილე ითხოვს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებას და განცხადება აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია ორი დღის ვადაში ასახოს შესაბამისი მონაცემები მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს, ბირჟის ოპერატორი იმავე ვადაში უგზავნის მონაწილეს დასაბუთებულ უარს.

5. თუ მონაწილე გეგმავს გააუქმოს დაბალანსების იმ ჯგუფის წევრობა, რომელიც დაკავშირებულია ბირჟაზე მის პორტფელთან, მან უნდა მოითხოვოს პორტფელთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილება. მონაწილემ ეს მოთხოვნა ბირჟის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვასთან ერთად. ბირჟაზე ცვლილება ძალაში შევა და შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე, მომდევნო კალენდარული თვიდან. ამ პერიოდამდე ვაჭრობის შედეგები აისახება იმ დაბალანსების ჯგუფის ნომინაციაში, რომელიც მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე ცვლილებამდე იყო მითითებული.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველობის შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია გააუქმოს მონაწილის ის პორტფელი, რომელთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფის წევრობაც გაუქმებულია.

7. თუ მონაწილემ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია დროულად არ წარუდგინა ბირჟის ოპერატორს, რამაც გამოიწვია ზიანი, მონაწილე პასუხისმგებელია მის სრულად ანაზღაურებაზე.

8. მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები, აგრეთვე, ინფორმაცია ბირჟის სეგმენტების წევრობაზე, ხელმისაწვდომია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე.“;

ზ) მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, არ მიიღოს მონაწილის მიერ ელექტრონული ფოსტით განთავსებული განაცხადი, თუ:

ა) ელექტრონული ფოსტით მიღებული განაცხადების სიმრავლის გამო, შეუძლებელია პლატფორმაზე მისი მექანიკურად განთავსება;

ბ) მონაწილის მიერ განაცხადების ელექტრონული ფოსტით განთავსება ხდება სისტემატურად - კვირაში სამჯერ ან მეტჯერ;

გ) აუქციონის/ვაჭრობის დახურვამდე დარჩენილია ერთ საათზე ნაკლები დრო.“;

თ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბირჟის ოპერატორი პლატფორმით სარგებლობის ინსტრუქციით განსაზღვრავს რიცხვის ფორმატს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ფასისა და რაოდენობის შეთავაზება.“;

ი) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მონაწილის მიერ კონკურენციის შეზღუდვას ან მონიტორინგის წესის სხვა დარღვევას, მან ამის თაობაზე უნდა აცნობოს კომისიას.“;

კ) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ბირჟის ოპერატორისათვის იმ დაბალანსების ჯგუფის წევრობის გაუქმების შესახებ შეუტყობინებლობა, რომელიც მითითებულია ბირჟის მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში.“;

ლ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური

1. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურს თითოეული სეგმენტისთვის ადგენს კომისია, დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად:

ა) ბირჟაზე ნავაჭრი ყოველი მგვტ.სთ ელექტროენერგიისთვის;

ბ) წლიური საფასური ბირჟაზე დაშვებისთვის;

გ)  წლიური საფასური დამატებითი პორტფელის მომსახურებისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის ინვოისს საანგარიშო თვის დასრულებიდან ხუთი დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადახდა ხდება ყოველწლიურად, არაუგვიანეს წლის დაწყებიდან 10 დღისა, ბირჟის ოპერატორის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად. რეგისტრაციისას/პორტფელის დამატებისას მონაწილე  გადაიხდის წლიურ საფასურს წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების პროპორციულად (რეგისტრაციის/პორტფელის დამატების თვის ჩათვლით). თუ მონაწილეს გაუუქმდება ბირჟაზე რეგისტრაცია ან პორტფელი, მიუხედავად გაუქმების მიზეზისა, ამ პუნქტით განსაზღვრული უკვე გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას.

4. მონაწილე ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურს იხდის ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ბირჟის ოპერატორის მიერ გამოწერილი ინვოისის შესაბამისად.

5. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაზე ბირჟის ოპერატორის უარისა და ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური უნდა დაუბრუნდეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, აღნიშნული ვადის გასვლიდან ორი საბანკო დღის ვადაში, თუ სხვა რამ არ არის კანდიდატის მიერ მოთხოვნილი.“;

მ) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონაწილეს დღით ადრე ბაზარზე შეუძლია სტანდარტული საათობრივი განაცხადების განთავსება. სტანდარტული საათობრივი განაცხადი გულისხმობს, რომ მონაწილე თანახმაა მასში მოცემული ელექტროენერგიის რაოდენობის როგორც სრულ, ასევე, ნაწილობრივ ყიდვაზე/გაყიდვაზე.“;

ნ) 28-ე მუხლის:

ნ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წონასწორობის წერტილის დადგენისას, თუ:

ა) ვერტიკალურ ხაზზე არსებობს მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების გადაკვეთის რამდენიმე წერტილი – საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ წერტილებს შორის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობების არითმეტიკული საშუალოთი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) გაყიდვის/ყიდვის რამდენიმე განაცხადში მითითებულია ერთი და იგივე ფასი, მაგრამ მონაწილეთა მზადყოფნა არსებობს ამ ფასად შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ყიდვაზე/გაყიდვაზე, განაცხადები მათში მითითებული რაოდენობების პროპორციულად დაკმაყოფილდება.“;

ნ.ბ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთმანეთს არ კვეთს მიწოდების დეფიციტის ან სიჭარბის გამო, ბირჟის ოპერატორი პროპორციულად შეამცირებს შესაბამის განაცხადებში მითითებულ რაოდენობებს, ვიდრე მრუდები არ გადაიკვეთება. ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება ვერტიკალურ ხაზზე მრუდების გადაკვეთის წერტილებს შორის:

ა) მაქსიმალური ღირებულებით – მიწოდების დეფიციტისას;

ბ) მინიმალური ღირებულებით – მიწოდების სიჭარბისას.

6. თუ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთმანეთს კვეთს ნოლ რაოდენობაზე, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა არ შედგება.

7. თუ წონასწორობის წერტილის დადგენის შემდეგ მიღებული საბაზრო ფასი ან მონაწილეთა მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობები არ შეესაბამება ბირჟის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ რიცხვის ფორმატს, ისინი შესაბამისად დამრგვალდება, ფასი – მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით (მეასედებამდე), ხოლო რაოდენობა – ერთი ციფრის სიზუსტით (მეათედებამდე). ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, მონაწილესთან დადოს ხელშეკრულება,  რომელიც ითვალისწინებს ბირჟაზე შესყიდულ და გაყიდულ რაოდენობებს შორის დამრგვალებით გამოწვეული სხვაობის ამ მონაწილის ნომინაციისთვის მიკუთვნებას.“;

ო) 32-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღით ადრე ბაზრის ლიკვიდურობის ხელშეწყობის მიზნით, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია დადოს ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულება  მონაწილესთან, რომელიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით და პირობებით, მიიღებს მონაწილეობას ბაზარზე და განათავსებს  განაცხადს.

2. მონაწილეს, რომელთანაც დადებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, უმცირდება ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური 30%-ით, რაც გაითვალისწინება ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშებისას.

3. ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულების ფორმას და მონაწილეთა შერჩევის პროცედურას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, შეიმუშავებს ბირჟის ოპერატორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.“.

პ) მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. ტრანზაქციის გაუქმება

1. მონაწილე, რომელსაც სურს გააუქმოს განსახორციელებელი ტრანზაქცია ვაჭრობისას დაშვებული შეცდომის გამო, უფლებამოსილია, ელექტრონული ფოსტით მოსთხოვოს ბირჟის ოპერატორს ტრანზაქციის გაუქმება არაუგვიანეს განაცხადების თანხვედრიდან ხუთი წუთისა, შესაბამისი პერიოდისთვის ვაჭრობის დახურვამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე. ტრანზაქციის გაუქმების შესახებ მოთხოვნა, რომელიც ბირჟის ოპერატორს წარედგინა ამ პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, არ დაკმაყოფილდება.

2. ტრანზაქციის გაუქმება აისახება პლატფორმაზე, მონაწილისათვის გასაგები ფორმით.

3. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, უარი უთხრას მონაწილეს ტრანზაქციის გაუქმებაზე, თუ გაუქმების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია მათი სიმრავლის გამო ან მონაწილის მიერ ტრანზაქციის გაუქმების მოთხოვნა ხდება სისტემატურად – კვირაში სამჯერ ან მეტჯერ.

4. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას ტრანზაქციის გაუქმების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუ არა.“;

ჟ) 44-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დღიური ბაზრისთვის – ვაჭრობის მომდევნო კალენდარულ დღეს.“.

რ) 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დღიური ბაზრისთვის – ფიზიკური მიწოდების მომდევნო კალენდარული დღის 10:00 საათამდე.“;

ს) 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 46. თანხის გადარიცხვა

1. მონაწილემ ინვოისის გამოწერის მომდევნო საბანკო დღის 13:00 საათამდე უნდა უზრუნველყოს მითითებული თანხის გადარიცხვა ბირჟის ოპერატორის ანგარიშზე.

2. ბირჟის ოპერატორი ინვოისის გამოწერიდან ორი საბანკო დღის ვადაში უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას მონაწილეებისათვის, მათ მიერ ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დარღვევისთვის მონაწილეს ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმით.“.

ტ) 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 48. გარანტი

1. ამ წესებით გათვალისწინებული გარანტიის სახეებია:

ა) საბაზისო გარანტია;

ბ) განსაკუთრებული გარანტია.

2.  მონაწილეს გარანტიის წარდგენა შეუძლია:

ა) დეპოზიტის ფორმით;

ბ) საბანკო გარანტიის ფორმით;

გ) ბირჟის ოპერატორის მიერ დაშვებული სხვა ფორმით.

3. მონაწილის მიერ წარდგენილი დეპოზიტი შესაძლოა გამოიხატოს მხოლოდ ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, რომლის განკარგვა შესაძლებელია ბირჟის ოპერატორის ინიციატივით, ამ წესებით დადგენილი პირობების დაცვით.

4. მონაწილის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და მისი მიმღები (ბენეფიციარი) უნდა იყოს ბირჟის ოპერატორი. საბანკო გარანტია უნდა იყოს გამოუთხოვადი, რათა მონაწილის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს საბანკო გარანტიაში განსაზღვრული თანხის გადახდა, ბირჟის ოპერატორის მოთხოვნისთანავე.

5. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია საბანკო გარანტიის მიმართ განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს გარანტიის ლიკვიდურობას. ბირჟის ოპერატორმა საბანკო გარანტიის მიმართ განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

6. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას საბანკო გარანტიის მიღებაზე, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ.

7. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ არ ჩაანაცვლა საბანკო გარანტია სხვა საბანკო გარანტიით ან/და დეპოზიტით,  საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე, მიიჩნევა, რომ მას არ აქვს წარდგენილი გარანტია.

8. ბირჟის ოპერატორმა გარანტიის სხვა ფორმით წარდგენის შესაძლებლობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

9. მონაწილის მიერ წარდგენილი გარანტიის გამოყენება დასაშვებია მის მიერ ბირჟაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

10. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, არ დაუშვას მონაწილეების მიერ ელექტროენერგიის ყიდვის შესახებ განაცხადის გაკეთება იმაზე მეტ რაოდენობაზე, ვიდრე წარდგენილია გარანტია. ასეთი ტექნიკური შეზღუდვის დანერგვის შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორმა არანაკლებ ორი დღით ადრე უნდა აცნობოს კომისიას, აგრეთვე, მონაწილეებს, როგორც საკლირინგო წარმომადგენლებთან შეტყობინების გაგზავნით, ისე – ვებგვერდზე განთავსებით.“;

 უ) 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაზისო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით:  

სადაც:

ბაზრის i-ური მონაწილის მიერ t დღისათვის წარსადგენი ძირითადი გარანტიის ოდენობა (ლარი);

ბაზრის i-ური მონაწილის მიერ (t-j) დღეს ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა (მგვტ.სთ);

–  (t-j) დღის განმავლობაში დღით ადრე ან დღიურ ბაზარზე დაფიქსირებული ელექტროენერგიის მაქსიმალური ფასი (ლარი/მგვტ.სთ);

ვაჭრობის ორი საბანკო დღისა და მათ შორის არასაბანკო დღეების რაოდენობის ჯამი.“;

ფ) 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 50. საბაზისო გარანტიის მოთხოვნა და ვაჭრობაში მონაწილეობის დადასტურება

1. ბირჟის ოპერატორი ყოველი საბანკო დღის 14:00 საათამდე თითოეულ მონაწილეს აცნობებს საბაზისო გარანტიის ოდენობის შესახებ, მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე საბაზისო გარანტიის სრული ოდენობის თაობაზე ინფორმაციის განთავსებით. მონაწილეს გარანტიის წარდგენის დრო აქვს მომდევნო საბანკო დღის 09:00 საათამდე.

2. ვაჭრობის ყოველი დღის 10:00 საათამდე, პლატფორმაზე, თითოეული მონაწილის ანგარიშზე აისახება ინფორმაცია:

ა) ვაჭრობაში მონაწილეობის დადასტურების შესახებ – თუ ვაჭრობის დღის 09:00 საათისათვის მონაწილეს წარდგენილი აქვს საკმარისი ოდენობის გარანტია;

ბ) ვაჭრობაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ – თუ ვაჭრობის დღის 09:00 საათისათვის მონაწილეს არ აქვს წარდგენილი საკმარისი ოდენობის გარანტია.

3. გარანტიის წარუდგენლობის გამო ბირჟაზე მონაწილეობა არ შეჩერდება არასაბანკო დღეებში.

4. გარანტიის წარდგენის ან წარუდგენლობის გამო ვაჭრობაში მონაწილეობის დადასტურების ან შეჩერების პირობა ერთდროულად ვრცელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე.

5. თუ მონაწილეს წარდგენილი ჰქონდა მოთხოვნილზე მეტი ოდენობის გარანტია და ის საკმარისია გაზრდილი გარანტიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც, საკლირინგო ანგარიშზე ინფორმაცია მაინც აისახება, თუმცა მონაწილეს საპასუხოდ რაიმე მოქმედების შესრულება არ მოეთხოვება.“;

ქ) 55-ე და 56-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 55. ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზის მომსახურება

2022 წლის პირველ ივლისამდე ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველ სამუშაო დღეს - 08:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას და უქმე დღეებში – 12:00 საათამდე.

მუხლი 56. საბაზისო გარანტიის გაანგარიშება

2023 წლის პირველ იანვრამდე, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, რომ საბაზისო გარანტიის გაანგარიშებისათვის, ამ წესების 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რისკის პარამეტრის განსაზღვრისას, ბირჟის ფასებთან ერთად, გაითვალისწინოს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გაანგარიშებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასებიც.“.

ე) 56-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე მუხლი:

„მუხლი 57. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური

კომისია უფლებამოსილია, ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური თითოეული სეგმენტის ნაცვლად, სატარიფო რეგულირების პირველი პერიოდისთვის დაადგინოს ორივე სეგმენტისათვის ერთიანი საფასური.“;

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის პირობებს;“.

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“„ლ“ ქვეპუნქტები:

„ი) ბაზარზე არსებული სატენდერო წინადადებების სათანადო ეკონომიკური დასაბუთებულობა;

კ) ბაზარზე კეთილსინდისიერი კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობა;

ლ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრების მთლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა , კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების შესაბამისად.“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უბალანსობა – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსების ჯგუფის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებულ ან/და მოხმარებულ ელექტროენერგიასა და შესაბამის ნომინაციას შორის სხვაობა, ხოლო აღრიცხვის წერილი არარსებობის შემთხვევაში – შესყიდვისა და გაყიდვის ნომინაციებს შორის სხვაობა;“;

გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სიხშირის აღდგენის რეზერვი – საბალანსო სიმძლავრე, რომელიც განკუთვნილია სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის აღსადგენად და გააჩნია ამ წესებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლები. სიხშირის აღდგენის რეზერვი შეიძლება იყოს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი ან სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი;“;

გ.დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ტრანზაქცია - საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ დადებული გარიგება;“;

გ.ე) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ფ) რანჟირების სია – სატენდერო წინადადებების სია, რომელიც ასახავს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასააქტიურებელი საბალანსო ელექტროენერგიის თანმიმდევრობას და რომელიც დალაგებულია (რანჟირებულია) სატენდერო წინადადებებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასის (ლარი/მეგავატ-საათი) მიხედვით, მინიმალურიდან მაქსიმალურამდე;“;

გ.ვ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ნომინაცია – ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება, რომელიც ასახავს ტრანზაქციებს სატენდერო ზონაში და რომელიც უნდა მიუთითებდეს ელექტროენერგიის დაგეგმილ მიღებაზე ან გაცემაზე;“;

გ.ზ) „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) შიდა შესაბამისობა – თითოეული უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდისათვის,  დაბალანსების ჯგუფისთვის ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისობა (ტოლობა) ტრანზაქციის მეორე მხარის/მხარეების მიერ ნომინირებულ ელექტროენერგიის მოცულობასთან;

წ) გარე შესაბამისობა – თითოეული უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდისათვის, დაბალანსების ჯგუფისთვის ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისობა (ტოლობა) მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ იმავე ტრანზაქციის თაობაზე წარდგენილ ნომინირებულ ელექტროენერგიის მოცულობასთან;“;

დ) მე-6 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ სტანდარტული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტისათვის.

8. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად წარადგინოს ნომინაცია, რომელიც შეესაბამება დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგებს. ბირჟის ოპერატორის მიერ წარდგენილი ნომინაციის ფორმატი განისაზღვრება ბაზრის ოპერატორთან ურთიერთშეთანხმებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაბალანსების ჯგუფებისთვის უბალანსობის გამოთვლა.“;

ე) მე-7 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების ცვლილება და დაბალანსების ჯგუფის ან/და ჯგუფთან დაკავშირებული აღრიცხვის წერტილის ცვლილება დასაშვებია საანგარიშო პერიოდში ერთხელ. შესაბამისმა დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა ამგვარი ცვლილების/ცვლილებების თაობაზე უნდა შეატყობინოს ბაზრის ოპერატორს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე 10 სამუშაო დღით ადრე. აღნიშნული ცვლილება/ცვლილებები ძალაში შედის მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებისთანავე. თუ შეტყობინება მიღებულ იქნა საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე 10 სამუშაო დღის განმავლობაში, აღნიშნული შეტყობინების მიმართ იმოქმედებს იგივე წესები, რაც მომდევნო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული შეტყობინების მიმართ.

22. თუ დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების ცვლილების და დაბალანსების ჯგუფის ან/და ჯგუფთან დაკავშირებული აღრიცხვის წერტილის ცვლილების შესახებ შეტყობინება მიღებულ იქნა საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე 10 სამუშაო დღის განმავლობაში და თუ ეს ცვლილება განპირობებულია შესაბამის დაბალანსების ჯგუფზე პასუხისმგებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტით, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ცვლილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.“;

ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების, დამატების ან გაუქმების შემთხვევაში, ბაზრის ოპერატორი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და ბირჟის ოპერატორს.“;

ვ) მე-9 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქმიანობის სახეობა;“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეესტრის მონაცემები მისი ცვლილების ჩათვლით დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნება შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და ბირჟის ოპერატორს.“;

ზ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის:

ზ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) კომისიის მიერ დამტკიცებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის სტანდარტული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი (ასეთის არსებობისას).“;

თ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადამცემი სისტემის ოპერატორი სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ წესების მე-11 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.“;

ი) მე-13 მუხლის:

ი.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ არ დგინდება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისობა ამ წესებით ან/და ქსელის წესებით განსაზღვრულ პირობებსა და მოთხოვნებთან, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სათანადო წერილობითი დასაბუთებით აცნობოს კანდიდატს.  კანდიდატის კვალიფიკაციის შეუსაბამობა ამ წესებით ან/და ქსელის წესებით განსაზღვრულ პირობებსა და მოთხოვნებთან წარმოადგენს კანდიდატისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, რა შემთხვევაშიც, კანდიდატი უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მიზნით მიმართოს ხელახალი სარეგისტრაციო განაცხადით, ამ წესების მე-11 მუხლით დადგენილი წესით.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. კანდიდატის კვალიფიკაციის ამ წესებით ან/და ქსელის წესებით განსაზღვრულ პირობებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი კანდიდატს დაუყოვნებლივ უგზავნის წერილობით შეტყობინებას ამ წესების 33-ე მუხლით განსაზღვრული ფინანსური გარანტიის წარდგენის მოთხოვნით, წარსადგენი ფინანსური გარანტიის ოდენობისა და მოქმედების ვადის მითითებით.“;

კ) მე-14 მუხლის:

კ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ხელშეკრულების დადება და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაცია“;

კ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანდიდატის კვალიფიკაციის დადგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ წესების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატთან აფორმებს დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებას.“,

კ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელობის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, კანდიდატის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით მოთხოვნილი ფინანსური გარანტია.“;

კ.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს  ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციაზე უარის შესახებ.“;

კ.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრაციისთანავე, ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფს/ჯგუფებს ენიჭება შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდები.“;

ლ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. განაცხადის წარდგენა

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორს წარედგინება სტანდარტული სარეგისტრაციო განაცხადი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი დაადგენს, რომ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველის მიერ წარდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, განაცხადი ითვლება მიღებულად და გადამცემი სისტემის ოპერატორი იწყებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველის კვალიფიკაციის შემოწმებას.

4. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი გადამცემი სისტემის ოპერატორს სრულყოფილად არ წარუდგენს კომისიის მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი. დამატებითი დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.

5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე, განაცხადი რჩება განუხილველი, რაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველს არ ართმევს უფლებას, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს ხელახალი სარეგისტრაციო განაცხადით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.“;

მ) მე-16 მუხლის:

მ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კვალიფიკაციის გავლა. ხელშეკრულების დადება და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაცია“;

მ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. იმ შემთხვევაში, თუ საბალანსო პროდუქტის საკვალიფიკაციო ტესტირების შესახებ ტექნიკური პროცედურით განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტის შედეგად არ დადგინდება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველის ტექნიკური შესაძლებლობის შესაბამისობა საბალანსო პროდუქტის მიწოდებისათვის დაწესებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ სათანადო წერილობითი დასაბუთებით აცნობოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველს.  დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველის ტექნიკური შესაძლებლობების შეუსაბამობა საბალანსო პროდუქტის საკვალიფიკაციო ტესტირების შესახებ ტექნიკური პროცედურით განსაზღვრულ მოთხოვნებთან წარმოადგენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, რა შემთხვევაშიც, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მიზნით მიმართოს ხელახალი სარეგისტრაციო განაცხადით, ამ წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

32. კვალიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი იღებს ვალდებულებას, საბალანსო პროდუქტისათვის ამ წესების დანართით განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოს დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში.“;

ნ) მე-18 მუხლის:

ნ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ყოველდღიურად, ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე, მიწოდების დღის დადგომამდე ორი კალენდარული დღით ადრე, ბაზრის ოპერატორს წარუდგენს ნომინაციას, შესაბამისი დღის თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის საბითუმო ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების გათვალისწინებით. ნომინაციის  წარდგენა ხდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“;

ნ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ბირჟის ოპერატორი მიწოდების დღის დადგომამდე ერთი კალენდარული დღით ადრე ბაზრის ოპერატორს წარუდგენს დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველ ნომინაციას, რომელსაც ბაზრის ოპერატორი ადასტურებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ნომინაციის წარდგენისა და შიდა შესაბამისობის შემოწმების გარეშე.“;

ო) მე-19 მუხლის:

ო.ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის ელექტროენერგიის დაგეგმილი წარმოება უნდა იყოს გაყიდული მოცულობის ტოლი, ხოლო დაგეგმილი მოხმარება  –  ელექტროენერგიის შესყიდული მოცულობის ტოლი;

ბ) თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის გაყიდული ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესყიდული ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლი.“;

ო.ბ) მე-3 და მე-4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ტრანსსასაზღვრო  ვაჭრობის ნომინაციებს შორის გარე შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ბაზრის ოპერატორი ამოწმებს მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორთან თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის გარე შესაბამისობას, რომლებმაც წარადგინეს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ნომინაციები.

4. ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამობის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს ნომინაციის დადასტურებაზე უარის საფუძველს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ წესების მე-20 მუხლით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე, დასაბუთებული პასუხით, წერილობით ეცნობება შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს.“;

ო.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების მე-20 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყოფილი არ იქნა ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში წარდგენილი ნომინაციის შიდა შესაბამისობა, ხოლო ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შემთხვევაში – გარე შესაბამისობა, ბაზრის ოპერატორი იყენებს ვაჭრობის (ელექტროენერგიის გადადინებების) უმცირეს ნომინირებულ მოცულობას, რის შესახებაც ატყობინებს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს.“;

ო.დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო.ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ნომინაციის მიღებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს შიდა ან გარე შესაბამისობის მოთხოვნებს და შეუძლებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულება.“;

ო.ვ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ) მე-20 მუხლის:

პ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნომინაციების წარდგენის ვადა სრულდება შესაბამისი კალენდარული დღის 11:00 საათზე ცენტრალური ევროპის დროით, ხოლო ამ წესების მე-18 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ნომინაციების წარდგენის ვადა – შესაბამისი კალენდარული დღის 15:00 საათზე ცენტრალური ევროპის დროით.“;

ჟ) 21-ე მუხლის:

ჟ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბაზრის ოპერატორი, საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველკვირეულად, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით, საბალანსო პროდუქტის მოცულობის განსაზღვრის საფუძველზე აცხადებს ტენდერს საბალანსო სიმძლავრეზე. ტენდერი ცხადდება შესაბამისი კვირის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ცენტრალური ევროპის დროით 07:00 საათზე.“;

ჟ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბალანსო სიმძლავრის ტენდერის გამოცხადების თარიღისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ქვეყნდება ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე არსებულ სატენდერო კალენდარში.“;

რ) 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი სატენდერო წინადადებებით შეთავაზებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა არასაკმარისია სატენდერო პერიოდში ბაზრის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად, ბაზრის ოპერატორი შესაბამისი პერიოდისათვის აცხადებს განმეორებით ტენდერს და აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომელთანაც დადებული აქვს ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს განმეორებით ტენდერში.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განმეორებით ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადებებით განსაზღვრული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა კვლავ არასაკმარისია სატენდერო პერიოდში ბაზრის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად, ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია, ჩაატაროს მესამე ტენდერი და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს დაავალოს დამატებითი სატენდერო წინადადების წარდგენა (ხელმისაწვდომი რესურსის გათვალისწინებით) და შესაბამისად - გაზრდილი სიმძლავრის შეთავაზება.“.

ს) 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად, საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულება გადააკისროს სხვა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს. ამგვარი გადაკისრება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ორი კალენდარული დღის ვადაში დადასტურებული უნდა იქნეს ბაზრის ოპერატორის მიერ იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა.

2. საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების გადაკისრება დასაშვებია მიწოდების დღის დადგომამდე ორი კალენდარული დღით ადრე, შესაბამისი დღის საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის გამოცხადებამდე.“;

ტ) 26- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. ლიკვიდურობის ხელშეწყობა

1. ბაზრის ფუნქციონირებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთან დადოს ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მიიღებს მონაწილეობას ბაზარზე და განათავსებს სატენდერო წინადადებებს.  

2. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომელთანაც დადებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, უმცირდება ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური და მასთან ანაზღაურება ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რაც გაითვალისწინება ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშებისას.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორი იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომელთანაც დადებული აქვს ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულება, საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის გადასახდელ ღირებულებას აუნაზღაურებს  საბალანსო პროდუქტის ტენდერზე მოწვევის პერიოდისათვის წინა სამი დასრულებული სატენდერო პერიოდის განმავლობაში იმავე საბალანსო პროდუქტზე გამოვლენილი უმაღლესი ფასით.

4. ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულების ფორმას და ლიკვიდურობის ხელშემწყობ პირად დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის შერჩევის პროცედურას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.“;

უ) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების მიღება იწყება  მიწოდების დღის დადგომამდე ორი დღით ადრე, ცენტრალური ევროპული დროით 07:00 საათზე, ხოლო სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა სრულდება მიწოდების დღის დადგომამდე ერთი დღით ადრე, ცენტრალური ევროპის დროით 15:00 საათზე.“;

ფ) 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებას/წინადადებებს იყენებს ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისა და გადატვირთვის მართვის ღონისძიებებისათვის, მათ შორის, რედისპეტჩირებისა და გადადინების საპირისპირო მიმართულებით ვაჭრობის მიზნებისთვის. საბალანსო პროდუქტის გააქტიურების შემთხვევაში, გააქტიურებული საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტი უფლებამოსილია ივაჭროს დღიურ ბაზარზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება შესაბამისი სატენდერო წინადადების/წინადადებების გამოყენება.“;

ქ) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსების ჯგუფების მიხედვით უბალანსობის მოცულობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

,

სადაც:

გულისხმობს უბალანსობის მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათში;

გულისხმობს უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის ფიზიკურად მოხმარებული და წარმოებული ელექტროენერგიის აღრიცხულ სალდირებულ მოცულობას, გამოხატულს მეგავატ-საათში, დაბალანსების ჯგუფის იმ აღრიცხვის წერტილებში, რომელთა უბალანსობაზეც პასუხისმგებელია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი;  

გულისხმობს ნომინირებულ მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში;

გულისხმობს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სატენდერო წინადადების შესაბამისად გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათში.“;

ფ) 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უბალანსობის ანგარიშსწორებისას უბალანსობის ფასი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

გულისხმობს უბალანსობის ფასს უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, ყოველი მეგავატ-საათისთვის, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);

გულისხმობს უბალანსობის მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში.

განიმარტება შემდეგნაირად:

,

სადაც:

გულისხმობს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სატენდერო წინადადებებზე დაყრდნობით, გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის სრული მოცულობის ღირებულებას, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში;

 გულისხმობს  უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში  სატენდერო წინადადებებზე დაყრდნობით გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებულ  შემოსავალს;

 გულისხმობს  უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში  სატენდერო წინადადებებზე დაყრდნობით გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაღებულ დახანარჯს.“;

ყ) 33-ე მუხლის:

ყ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსური გარანტიის სახეები განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.gse.com.ge.“;

 

ყ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, უარი თქვას ფინანსური გარანტიის მიღებაზე, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ. ამასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ფინანსური გარანტიის მიმართ განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს გარანტიის ლიკვიდურობას.“.

შ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესი
1. კანდიდატი ვალდებულია, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს საანგარიშო პერიოდის დაწყების პირველი დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის ვადით მოქმედი ფინანსური გარანტია, რომლის ოდენობაც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

COLL = Fsys.error * Em * Pm  ,

სადაც:

Fsys.error – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის გასული წლის მოხმარების საათობრივ გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობის მედიანური მაჩვენებელი პროცენტებში;

Em – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის გასული წლის შესაბამის თვეში (რომელი თვისთვისაც კანდიდატს ევალება ფინანსური გარანტიის წარდგენა) კანდიდატის მიერ წარმოებული/მოხმარებული ელექტროენერგია მეგავატ-საათში, ხოლო ასეთის არარსებობისას – კანდიდატის მიმდინარე წლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების გეგმა;

Pm – ბოლო დასრულებული წლის პერიოდის საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო თვიური ფასი (გაითვალისწინება მხოლოდ დადებითი ფასი).

2. პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდისთვის, კანდიდატი, რომელსაც არ გააჩნია გასული წლის შესაბამისი თვის ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების მონაცემები, ვალდებულია, ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების გეგმა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს საანგარიშო პერიოდის დაწყების პირველი დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის ვადით მოქმედი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ფინანსური გარანტია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც


i– საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 1 თვით ადრე დასრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოწვეული მზარდი უბალანსობის ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხობრივი ოდენობა;

in-1  – საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 2 თვით ადრე დასრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოწვეული მზარდი უბალანსობის ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხობრივი ოდენობა;
in-2 – საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 3 თვით ადრე დასრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოწვეული მზარდი უბალანსობის ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხობრივი ოდენობა;

60 – ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა, რომელიც ანგარიშსწორების მაქსიმალურ ვადას აღემატება 10 კალენდარული დღით;

30 – საანგარიშო პერიოდი.

5. ტრეიდერი, რომელიც ამავდროულად არ ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობას ან/და არ არის მსხვილი მომხმარებელი, ვალდებულია დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს საანგარიშო პერიოდის დაწყების პირველი დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის ვადით მოქმედი 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია. ხსენებული ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა, ასეთი ტრეიდერის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილ უნდა იქნეს საანგარიშო პერიოდის დაწყების პირველი დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის ვადით მოქმედი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ფორმულის შესაბამისად განსაზღვრული, თუმცა, არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია, ხოლო ტრეიდერისათვის, რომელიც ამავდროულად ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობას ან/და არის მსხვილი მომხმარებელი, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის ხელშეკრულების დადებამდე წარმოსადგენი ფინანსური გარანტიის ოდენობა და მოქმდების ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხოლო მისთვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭების შემდეგ – ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამასთან, თუ ამ მუხლის პირველი/მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაანგარიშებული ფინანსური გარანტიის ოდენობა ნაკლებია 10 000 ლარზე, წარმოდგენილ უნდა იქნეს არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია.

6. ამ წესების მე-7 მუხლის 2და 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი/წარსადგენი ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას. ამასთან, ამ წესების მე-7 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის, დაბალანსების ჯგუფის წევრისთვის, რომელსაც გააჩნია გასული სამი თვის უბალანსობის მონაცემები, ფინანსური გარანტიის ოდენობა, განისაზღვრება  შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულებიდან ერთ-ერთით.  ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ წესების 35-ე მუხლი. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობის გაზრდა.

7. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის თარიღიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, საანგარიშო პერიოდის ყოველ მე-15 კალენდარულ დღეს, უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გეგმის შესაბამისობის შემოწმებას იმავე საანგარიშო პერიოდში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ჯამურად ნომინირებულ ან/და ფაქტობრივად ნავაჭრ მოცულობასთან. იმ შემთხვევაში, თუ ფულად ერთეულში გამოხატული სხვაობა აღემატება 10 000 ლარს, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს სხვაობის ფულადი ოდენობით გაზრდილი ფინანსური გარანტიის წარდგენა. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი გაზრდილი ოდენობით ფინანსური გარანტიის წარსადგენად დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 1 სამუშაო დღის ოდენობით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ წესების 35-ე მუხლი.

8. გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად დაანგარიშებული ფინანსური გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნით დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას შემდეგი საანგარიშო პერიოდისთვის არაუგვიანეს წინა თვის 20 რიცხვისა.“.

ჩ) 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მზარდი უბალანსობის ღირებულების ამ წესების 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფინანსური გარანტიით გათვალისწინებული თანხა ირიცხება გადამცემი სისტემის ოპერატორის ანგარიშზე, საანგარიშო პერიოდში გამოწვეული მზარდი უბალანსობის ღირებულების ოდენობით.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შეუჩერდა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია სტატუსის შეჩერებიდან 1 თვის განმავლობაში გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია. სტატუსშეჩერებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ გამოიყენება ამ წესების 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები, ხოლო თუ იგი წარმოადგენს ტრეიდერს, რომელიც ამავდროულად არ ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობას, გამოიყენება ამ წესების 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი. სტატუსის შეჩერებიდან 1 თვის განმავლობაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება.“;

ც) 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი გადამცემი სისტემის ოპერატორს უხდის უბალანსობის ღირებულებას შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უბალანსობის ღირებულებას უხდის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“;

ძ) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. გარდამავალ პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი

ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მიზნისათვის, 2022 წლის 1 იანვრიდან პირველი ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საბალანსო ელექტროენერგიის ფასად განისაზღვრება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განსაზღვრული ბოლო დასრულებული წლის საშუალო თვიური საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან, ორი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის თარიღის შემდგომ, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება ამ წესების 29-ე მუხლის შესაბამისად.“;

წ) ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე

მომსახურებების ბაზრის წესების" დანართი:

 

საბალანსო პროდუქტების ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები წარმოადგენს იმ საბალანსო პროდუქტებს, რომლებზეც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, ამ წესების მიზნებისთვის და დადგენილი წესით, გადის კვალიფიკაციას:

 

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი  (FCR)

ცხრილი 1: სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი

მინიმალური მოცულობა

± 1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა (სიმეტრიული), რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

სრული გააქტიურების დრო

სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მოცულობის 50% უნდა გააქტიურდეს სიხშირის გადახრის დარღვევიდან 15 წამის შემდეგ, ხოლო სრული რეაგირება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სიხშირის ზღვრის დარღვევის შემდეგ 30 წამის განმავლობაში

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს სრული რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ  

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს საწყისი რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

ოპერატიული გაზომვის მოთხოვნა

მეგავატში, არაუმეტეს 4-წამიანი განახლებით

სტატიზმი: შესაბამისი კვაზიდამყარებული სიხშირის გადახრის კოეფიციენტი (∆f / fN) შესაბამისი სიმძლავრის ცვლილებით (∆P / PN) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) კონტროლერის გავლენის ქვეშ მყოფი მოწყობილობისთვის

უნდა შეეძლოს კორექტირება გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად

რეკომენდირებული მნიშვნელობა: 4%,

დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დარეზერვებული მოცულობა სრულად გააქტიურდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ∆f   სიხშირის გადახრისას

პროდუქტის პერიოდი

ერთი კვირა

სატენდერო წინადადება

დაყოფადი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი (aFRR)

ცხრილი 2: სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის (aFRR) მახასიათებლები

 პროდუქტის დასახელება

სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი

მინიმალური მოცულობა

±1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური სიმეტრიული მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

პროდუქტის პერიოდის განმავლობაში

პირველი შესამჩნევი სიმძლავრის ცვლილება

დანაყენის ცვლილებიდან არანაკლებ 10 წამის განმავლობაში

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია  5 წუთი

სრული დეაქტივაცია  5 წუთი

მაქსიმალური ხანმოკლე გადახრა

შეთავაზებული მოცულობის სიხშირის აღდგენის ავტომატური რეზერვის (aFRR) 10%, მაგრამ არაუმეტეს 1 მეგავატისა

სიზუსტე

გადახრა უნდა იყოს 7.5 პროცენტზე ნაკლები. ყოველი 10-წამიანი გაზომვის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორი გადახრა

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

სატენდერო წინადადება

დაყოფადი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი (mFRR)

ცხრილი 3: სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვის (mFRR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადებისა და სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 15 წუთამდე

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია  არაუმეტეს 15 წუთში

 სრული დეაქტივაცია  არაუმეტეს 15 წუთში

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

15 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

სრული აქტივაციის დროიდან პროდუქტის პერიოდამდე

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს სატენდერო წინადადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი სატენდერო წინადადებები

დაყოფადი სატენდერო წინადადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

ავარიული სწრაფი რეზერვი (ERF)

ცხრილი 4: ავარიული სწრაფი რეზერვის (ERF) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

ავარიული სწრაფი რეზერვი

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადების პერიოდი

0-დან 60 წუთამდე

სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 35 წუთამდე

სრული აქტივაციის დრო

95 წუთი

დეაქტივაციის პერიოდი

განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის კვალიფიკაციის ეტაპზე

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

60 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

24 საათი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს სატენდერო წინადადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი სატენდერო წინადადებები

დაყოფადი სატენდერო წინადადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

არაუმეტეს ორი წლისა

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

ავარიული ნელი რეზერვი (ERS)

ცხრილი 5: ავარიული ნელი რეზერვის (ERS) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

ავარიული ნელი რეზერვი

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადების პერიოდი

0 დან 24 სთ-მდე

სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0 დან 12 სთ-მდე

სრული აქტივაციის დრო

36 საათი

დეაქტივაციის პერიოდი

განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის კვალიფიკაციის დროს

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

60 წთ

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

24 საათი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს სატენდერო წინადადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი სატენდერო წინადადებები

დაყოფადი სატენდერო წინადადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

არაუმეტეს ორი წელი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

“.


3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ 33-ე–42-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე