დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ/322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-58/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016885 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ/322 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2020, 470230000.22.035.016823) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №2 დანართის (სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული საქონლის იმპორტი დღგ-ისაგან გათავისუფლებულია 2020 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 იანვრამდე.“. 2. №5 დანართის (საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა, რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საქონლის მიწოდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია 2020 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 იანვრამდე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები