დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 706-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.020348 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) მე-3 ნაწილი: „3. თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.“; ბ) შენიშვნა: „შენიშვნა: „უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება“ ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს იმ ასაფეთქებელ მოწყობილობას, ფეთქებად ნივთიერებას, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ იარაღს, საბრძოლო მასალას, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ნივთიერებას, რომლის ფლობა, შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა ან ტარება დანაშაულია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 28 ივნისი 2021 წ. N706-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები