დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 709-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016077 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი: „ყ1) ამტკიცებს საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობებს;“. 2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2082 მუხლი: „მუხლი 2082. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა წარდგენა 1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს წარუდგენს საქართველოს კვოტით „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით“ დაარსებული ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის 3 კანდიდატს შემდგომი განხილვისა და შერჩევისთვის. 2. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) აქვს უმაღლესი განათლება; ბ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ან ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) იცის ინგლისური ან ფრანგული ენა; დ) არ არის ნასამართლევი. 3. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობებს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის დანარჩენ წევრებს (3 წევრს − საპარლამენტო უმრავლესობის წევრთაგან, 2 წევრს − საპარლამენტო ოპოზიციის წევრთაგან) შესაბამის სუბიექტებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 28 ივნისი 2021 წ. N709-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები