დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 23 მარტის №01-22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-59/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016886 |
|
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 23 მარტის №01-22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივნისის №280 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 23 მარტის №01-22/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 25/03/2021; 470230000.22.035.016850) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებები) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. №1.1 დანართის (ადმინისტრაციის დებულება) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის ,,თ.ბ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ.ბ) სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით, სამინისტროს ვებგვერდის/სოციალური გვერდის შინაარსისა და ვიზუალური მხარის მართვა (ინფორმაციის განთავსება, განახლება, მოქალაქეთა კომენტარების), მათ შორის, სამინისტროს ვებ-გვერდსა და სოციალურ გვერდზე განსათავსებელი მასალების/ინფორმაციის მომზადება, განახლება და მუდმივი ზედამხედველობა;‘‘. 3. №1.3 დანართის (პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ი‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ი) იურიდიულ დეპარტამენტთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფის მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა;‘‘. 4. №1.6 დანართი (ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი) ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 15 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები