დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018044 |
|
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 23/05/2014, 430210000.22.022.016791) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად. 2. მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართის შესაბ ამისად. 3. მე-4 მუხლით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად. 4. მე-5 მუხლით დამტკიცებული №5 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №4 დანართის შესაბამისად. 5. მე-6 მუხლით დამტკიცებული №6 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №5 დანართის შესაბამისად. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-4, და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.“.
|
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი - მე-2 პუნქტებისა და მე-5 პუნქტით დამტკიცებული №5 დანართის პირველი მუხლისა;
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი – მე-2 პუნქტები და მე-5 პუნქტით დამტკიცებული №5 დანართის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები