დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 734 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017225 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №636 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017130) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141 1. სამმართველოში განყოფილების უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. განყოფილების უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს განყოფილების უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაში; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) უზრუნველყოფს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის მოადგილე განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილეებისა და განყოფილების უფროსის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები