დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 738 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017229 |
|
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №631 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №631 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017125) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მეთვალყურეობა;“. 2. მე-7 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველო;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის კიბერუსაფრთხოებას; ბ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან სამსახურის შეუფერხებელ კავშირს და სამსახურის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე წვდომას; გ) უზრუნველყოფს სამსახურის უსაფრთხოების სისტემების ვიბროსეისმური და ბუფერული ზონების გამართულად ფუნქციონირებას; დ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ქსელების, ელექტრონული ბაზების გამართულ მუშაობასა და კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნას; უზრუნველყოფს სამსახურის სისტემას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით; ე) ახორციელებს დაწესებულებებში არსებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირებას, მათზე დაშვების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და კონტროლს; პერიოდულად ამოწმებს სამსახურის სისტემაში პროგრამული საშუალებების ფუნქციონირებას მათი გამართული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით; ვ) ახორციელებს სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე, სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებსა და დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას; ზ) ახორციელებს სამსახურის დაწესებულებების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლს; თ) ახორციელებს დაწესებულებებში სატელევიზიო მაუწყებლობის მიწოდების ტექნიკურ უზრუნველყოფას; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამსახურში გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ტექნიკურ უზრუნველყოფას; კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელებისთვის პატიმრობის კოდექსის და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესის შესრულებაზე კონტროლს; მ) უზრუნველყოფს დაწესებულების ხელმძღვანელთან კოორდინაციით, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტის შემცირებაზე ან გაზრდაზე კონტროლს; დაწესებულებიდან მიღებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კორესპონდენციის, აგრეთვე, პატიმრობის კოდექსის და დაწესებულების დებულების შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ უფლებამოსილი ორგანოებიდან სატელეფონო კავშირის შეზღუდვის შესახებ შემოსული კორესპონდენციის კონტროლსა და მათზე რეაგირებას; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს, ასევე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობას; ო) საჭიროების შემთხვევაში, მთავარ სამმართველოში შემავალ დანაყოფებთან ერთად, დაწესებულებების პერიმეტრზე ახორციელებს განთავსებული ტექნიკური საშუალებების შემოწმებას და უზრუნველყოფს მათ გამართულ ფუნქციონირებას; პ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით; რ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე.“. 6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები