„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 731
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017222
731
30/06/2021
ვებგვერდი, 01/07/2021
100110000.22.027.017222
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №731

2021 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №632 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.017126) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“-„შ3“ ქვეპუნქტები:

„შ1) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნა, ფიქსაცია და ანალიზი;

2) სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი); პენიტენციური დაწესებულებებისათვის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტების შემუშავება;

3) პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, ასევე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობა;“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“-„ბ3“ ქვეპუნქტები:

„ბ1) ახორციელებს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნას, ფიქსაციასა და ანალიზს;

2) ახორციელებს სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკურ უზრუნველყოფას (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი); შეიმუშავებს პენიტენციური დაწესებულებებისათვის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტებს;

3) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს, ასევე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობას;“.

3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“.

5. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში – სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

მუხლი 151

1. მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

დ) სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე