„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018041
41/ნ
28/06/2021
ვებგვერდი, 29/06/2021
430210000.22.022.018041
„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №41/ნ

2021 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ  ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017813) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის“:

1. მე-7 მუხლის:  

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომში – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.“.

2. 28-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ტესტირების ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 თვისა.“.

3. 29-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2020 წლისა და 2021 წლის საგნის გამოცდა/საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირება ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. 2021 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების მიზნებისათვის:

ა) ის გამოსაცდელები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;

ბ) ცენტრი უფლებამოსილია, იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;

გ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით შესაბამისი გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს გამოსაცდელთა თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით ყოველდღიურად მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში;

დ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ გამოსაცდელების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;

ზ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას გამოსაცდელი;

თ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;

ი) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი