დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 30/01/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.11.106.004.620 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.11.106.004.620
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №32
2001 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქარტველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით დამტკიცებული იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულებიდან ამოღებულ იქნეს III თავის 21-ე პუნქტი.
2. 35-ე პუნქტში სიტყვები: „ერთი მოადგილე” შეიცვალოს სიტყვებით – “ორი მოადგილე”.
3. 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის პასუხს აგებენ დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე. მათ შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე უფროსის გადაწყვეტილებით.”.
4. 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“32. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის 4 სტრუქტურული ერთეული:
ა) ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო;
ბ) მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ცენტრალური ბუღალტერია.”.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები