დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016900 |
|
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 წახალისების სახის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა
შენიშვნა: 1. ამ დანართში მითითებული წახალისების სახეები ამავე დანართში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრის მიმართ გამოიყენება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. ამ დანართში მითითებული წახალისების სახეები, სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. მივლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო მოსამსახურის წახალისება ხორციელდება ამ დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ექვემდებარება წასახალისებელი სამხედრო მოსამსახურე.
დანართი №2 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა
შენიშვნა: 1. ამ დანართში მითითებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ამავე დანართში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრის მიმართ გამოიყენება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. ამ დანართში მითითებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია, აგრეთვე გამოყენებულ იქნეს მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. მივლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ხორციელდება, ამ დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ექვემდებარება მივლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები