დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.139.016407 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/06/2021 - 27/08/2021)
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 22/03/2021, 010260000.35.139.016401) და
1. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. სამსახურის ფუნქციები: ა) შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, წყალმომარაგების სისტემის, სანიაღვრე ქსელების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების, სტადიონების, სკვერების და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; ბ) განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შესაბამისი საპროექტო წინადადებებისა და დოკუმენტაციების შემუშავება; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა, არსებული წესის მიხედვით, საერთო ქონებების რეაბილიტაციასა და განვითარებაში; დ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და ობიექტების მეთოდური შესწავლა, აღწერა და საინფორმაციო ბანკის შექმნა; ე) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერება, გადაწყვეტილების მიღება დემონტაჟის შესახებ, საჯარიმო სანქციების გამოყენება ან/და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის წარმოების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (აქტის პროექტის) შემუშავება/გამოცემა. წარმოების დასრულების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის გამოცემა (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე). ვ) მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის ინსპექტირება; ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული შენობების, ჯიხურების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აბრების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); თ) გარე ვაჭრობის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსათვის, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების გამოვლენა და კონტროლი (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); ი) უპატრონო, საფრთხის მატარებელი შინაური ცხოველების გამოვლენა და თავშესაფარში მათი გადაყვანის უზრუნველყოფა (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); კ) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და აქტის გამოცემა; ლ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. ნ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას დარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ , „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და საქართვველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.” 2. დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით „1. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია: ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე (საქონელი, სამუშაო, მომსახურების მონიტორინგი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ბ) კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის გამოთხოვა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); გ) წინამდებარე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გატარებული ღონისძიებებისას გამოვლენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე მიღება- ჩაბარების და შეთანხმების აქტების გაფორმება. ე) დადგენილი წესით, კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ ბრძანების, დადგენილების პროექტის მომზადება. ვ) დადგენილი წესით შეიმუშაოს/მოამზადოს ბრძანების, დადგენილების პროექტი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); ზ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე (რეკლამა, აბრა, აკუსტიკური ხმაური, გარე ვაჭრობა და ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანება) მონიტორინგის წარმოება (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); თ) წინამდებარე მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში მითითებული დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების მიღება (საჯარიმო ოქმის შედგენა გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); ი) უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი დასრულებული ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); კ) შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციების მომზადება და საინფორმაციო ბანკის შექმნა (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); ლ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე); მ) სქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირების მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები