“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 26/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 10/12/2001
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.617
  • Word
27
26/01/2001
სსმ, 8, 26/01/2001
100.020.010.11.106.004.617
“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.617  

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №27

2001 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

I. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დეპარტამენტის თავჯდომარეს  ჰყავს სამი მოადგილე:

ა)  სასჯელაღსრულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის დარგში;

ბ)  დაცვისა და ბადრაგირების დარგში;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში.”;

ბ) მე-7 პუნქტში სიტყვას უსაფრთხოების” დაემატოს სიტყვები და რეჟიმის დარგში”.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.  დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) შტაბი;

ბ) საერთო სამსახური;

გ) ოპერატიულ-სარეჟიმო მთავარი სამმართველო;

დ) სპეციალური დაცვის სამსახური;

ე) კადრების განყოფილება;

ვ) სპეციალური განყოფილება;

ზ) პენიტენციაი რეფორმების სამმართველო;

თ) მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, განათლების და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილება;

ი) იურიდიული განყოფილება.”.

3. მე-6 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე სასჯელაღსრულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს  ოპერატიულ-სარეჟიმო მთავარ სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულების საქმიანობას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელებასა და რეჟიმის მოთხოვნათა დაცვას.”;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტში სიტყვების კონტროლს უწევს” შემდეგ დაემატოს სიტყვები პენიტენციაი რეფორმების სამმართველო.”

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.  ოპერატიულ-სარეჟიმო მთავარი სამმართველო

1. ოპერატიულ-სარეჟიმო მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) სარეჟიმო სამსახური;

ბ) უსაფრთხოების სამსახური.

2. სარეჟიმო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სარეჟიმო სამსახურების საქმიანობის ორგანიზება, მათი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება;

ბ) მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვის კონტროლი;

გ) მსჯავრდებულთა გადანაწილება მიზანმიმართულად უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები.

3. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია შემდეგი განყოფილებები:

ა) მოკვლევის;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის.

4. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.”.

5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. პენიტენციარული რეფორმების სამმართველო

პენიტენციაი რეფორმების სამმართველო:

ა) შეიმუშავებს პენიტენციაი სისტემის რეფორმების ერთიან პოლიტიკას;

ბ) კოორდინაციას უწევს სასჯელაღსრულების ორგანოთა ურთიერთობას შესაბამის საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

გ) შეისწავლის მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, განათლების მიღების პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათებისა და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

დ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

7. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 მუხლი:

     „მუხლი 122. მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, განათლების და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილება

მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, განათლების და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მუშაკების, სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურების საქმიანობას;

ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგნლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს;

გ) ორგანიზებას უკეთებს მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების უზრუნველყოფას;

დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯებესების მიზნით, ამ მიმართებით გაწეული საქმიანობის შესახებ მოახსენებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;

ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.”.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი