„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.022855
300
23/06/2021
ვებგვერდი, 24/06/2021
010080000.10.003.022855
„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №300

2021 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2015, 010080000.10.003.018563) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №1

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

1. ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე.

2. ნიკოლოზ როსებაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. მიხეილ გვათუა − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი − კომისიის მდივანი.

4. გიორგი დიდიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

5. პაატა ჯიოშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.

6. შორენა წიკლაური – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

7. ვაჟა კიკნაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის 2 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის − შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი − კომისიის წევრი.

8. ვახტანგ მაღრაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი − კომისიის წევრი.

9. მერაბ გონგაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი − კომისიის წევრი.

10. ნინო ბახია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი.

11. გიორგი პეტრიაშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის ხელშეკრულებით დასაქმებული პირი − კომისიის წევრი.

12. მარიკა ოძელი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ქართული ენის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.

13. თეა ტეტელოშვილი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ქართული ენის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი − კომისიის წევრი.

14. ნინო შეყრილაძე − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.

15. გიორგი ალიბეგაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი.“.

2. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით). სხდომის ელექტრონული ფორმით მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. კომისია იკრიბება წელიწადში ოთხჯერ მაინც. მორიგი სხდომის მოწყობის თარიღს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. რიგგარეშე სხდომას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) იწვევს კომისიის თავმჯდომარე, მისივე გადაწყვეტილებით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, ხოლო ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომისას − კომისიის წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ ელექტრონული ფორმით პოზიციის დადასტურების შემთხვევაში. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრით.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის სხდომის ოქმში უნდა აისახოს ინფორმაცია კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავის შეკავების, უარის თქმის შესახებ ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი. კომისიის სხდომის ელექტრონული ფორმით ჩატარების შემთხვევაში, კომისიის წევრების მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი პოზიცია დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი