საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 190030000.10.003.022852
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
297
23/06/2021
ვებგვერდი, 24/06/2021
190030000.10.003.022852
საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/06/2021 - 15/02/2022)

საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №297

2021 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის №37 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს საგარეო ვალი − „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი;

ბ) კრედიტორი ქვეყანა − ქვეყანა, რომლის მიმართაც საქართველოს გააჩნია ფინანსური ვალდებულება;

გ) სამინისტრო − საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

დ) მინისტრი − საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ე) პროდუქცია − მატერიალური ან არამატერიალური აქტივი/მომსახურება ან სამუშაო;

ვ) ეკონომიკური აგენტი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი/პირები ან მათი გაერთიანება;

ზ) ხელშეკრულება − კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდების საშუალებით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირების  შესახებ ეკონომიკურ აგენტსა და სამინისტროს შორის ამ წესის    მე-6 მუხლის შესაბამისად გასაფორმებელი ხელშეკრულება;

თ) დისკონტის განაკვეთი − საქართველოს საგარეო ვალად დაფიქსირებულ თანხასა და ეკონომიკური აგენტისათვის ასანაზღაურებელ თანხას შორის პროცენტულ გამოსახულებაში არსებული სხვაობა;

ი) უფლებამოსილება − კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდების საშუალებით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირებისათვის ამავე კრედიტორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, მინისტრის მიერ ეკონომიკურ აგენტზე გაცემული უფლებამოსილება.[1]

 

მუხლი 2. წესის მოქმედების სფერო

„საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესი“ (შემდგომში − წესი) შემუშავებულია „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ადგენს ეკონომიკური აგენტების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესს.

 

მუხლი 3. წესის მიზანი

ამ წესის მიზანია საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯების შემცირება, ეროვნული წარმოების სტიმულირება და იმ პირთა საქმიანობის ხელშეწყობა, რომლებიც უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდებას.

 

მუხლი 4. საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა

სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან ეკონომიკური აგენტებისთვის ასანაზღაურებელი სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის მიზნით ამავე წლისათვის გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას.

 

მუხლი 5. ეკონომიკური აგენტის მიერ კრედიტორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოება

1. ეკონომიკური აგენტი, უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, მიმართავს მინისტრს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას განიხილავს მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, ეკონომიკურ აგენტზე გასცეს უფლებამოსილება, უარი თქვას მის გაცემაზე ან, გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეკონომიკური აგენტისაგან წინასწარ მოითხოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

3. უფლებამოსილება გაიცემა ვადით ან უვადოდ.

4. უვადოდ გაცემული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლოა, შეწყვეტილ იქნეს ნებისმიერ დროს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა ეკონომიკურმა აგენტმა შესაძლებელია, განახორციელოს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

მუხლი 6. ხელშეკრულება და მისი არსებითი პირობები

1. ეკონომიკურ აგენტს, რომელზეც გაიცა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება, შეუძლია, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მიმართოს სამინისტროს ასეთი უფლებამოსილების გაცემიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ ამგვარი უფლებამოსილების გაცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა.

2. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობის დაცვით ხელშეკრულების გაფორმების საკითხს, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, წყვეტს მინისტრი.

3. ხელშეკრულებაში, სხვა საკითხებთან ერთად, სავალდებულოა, მიეთითოს:

ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტაციის შესახებ, რომლითაც დასტურდება პროდუქციის მიწოდების სანაცვლოდ კრედიტორი ქვეყნის მიერ საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირების მზაობა;

ბ) პროდუქციის სახე, რომლის მიწოდებაც ხდება საქართველოს საგარეო ვალის შესამცირებლად;

გ) ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, სამინისტროსთან წინასწარ შეათანხმოს მის მიერ საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნისათვის წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება;

დ) ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების ვადა;

ე) დისკონტის განაკვეთი, რომლის შესაბამისადაც დაიანგარიშება ეკონომიკური აგენტისათვის ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა;

ვ) პირობა, რომლის მიხედვითაც პროდუქციის (გარდა სამუშაოსი და მომსახურებისა) თითოეული ერთეულის არანაკლებ 50%-ისა უნდა იყოს წარმოებული საქართველოში;

ზ) ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირობა.

 

მუხლი 7. საქართველოს საგარეო ვალის შემცირება საქართველოს მთავრობის თანხმობით

1. სამინისტროს ინიციირებით ხელშეკრულების პროექტი მოსაწონებლად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტი მინისტრის მიერ გაცემული უფლებამოსილების გარეშე უზრუნველყოფს კრედიტორი ქვეყნისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანგარიშში საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებასა და დაფარვას, გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების თაობაზე, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, იღებს საქართველოს მთავრობა.

 

მუხლი 8. კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტაცია

1. სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძვლად ჩაითვლება საქართველოს საგარეო ვალის კრედიტორი ქვეყნის წინაშე კონკრეტული თანხით შემცირების თაობაზე კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი/დოკუმენტაცია.

2. კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ოფიციალური დოკუმენტაცია სამინისტროს უნდა წარედგინოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 



[1] ეკონომიკური აგენტის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგები სამართლებრივად ნამდვილია, მხოლოდ მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურების შემთხვევაში. ამგვარი უფლებამოსილება არ წარმოადგენს რაიმე სახის დაპირებას, ასევე არ წარმოშობს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური ხასიათის ვალდებულებას სამინისტროს მიმართ, მათ შორის, არ იწვევს სამინისტროს ვალდებულებას, განახორციელოს რაიმე ქმედება სამართლებრივი აქტის გამოცემის/რეალაქტის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების სახით, ასევე არ წარმოშობს ვალდებულებას, აანაზღაუროს რომელიმე სუბიექტის მიერ გაწეული/გასაწევი რაიმე სახის ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში სამინისტროს ჩართვა, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარმოადგენს სამინისტროს დისკრეციას. სამინისტროს არ ეკისრება რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური ან არაფინანსური პასუხისმგებლობა.