„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022851
296
23/06/2021
ვებგვერდი, 23/06/2021
300160070.10.003.022851
„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №296

2021 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2020, 300160070.10.003.021755) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VII და VIII დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის სათამაშოებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“,  რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).

2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, დადასტურებული „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის გარეშე შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VII დანართში მოცემული სათამაშოსი, ხოლო VIII დანართში მითითებულისა – მხოლოდ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დადგენილების მოქმედება დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ სათამაშო წიგნებზე გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტი, რომელსაც აქვს წიგნის მახასიათებლები, ასევე განიხილება სათამაშოდ (სათამაშო წიგნი), მათ შორის:

ა) ნაჭრის ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით;

ბ) პლასტიკური მასალის წიგნი, მარტივი სურათებით;

გ) ტრანსფორმირებადი წიგნი დასაკეცი და გასაშლელი ელემენტებით;

დ) გასაფერადებელი წიგნი;

ე) წიგნი ხელშესახები (სენსორული) ელემენტებით;

ვ) ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით, რომელიც შეხების შედეგად რეაგირებს (შეხება და მოსმენა);

ზ) სტიკერებიანი წიგნი, მარტივი სურათებითა და ტექსტით;

თ) წიგნი, რომელსაც თან ახლავს სათამაშო.“;

ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მეორეულ სათამაშოზე არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 – მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-15 – მე-18 მუხლებისა და 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.“;

გ)  მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ − „ფ“ ქვეპუნქტები:

 „ს) მეორეული სათამაშო – სათამაშო, რომელიც ერთხელ უკვე განთავსდა ან განკუთვნილი იყო „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის №50 დადგენილება) განსაზღვრული ერთ-ერთი ქვეყნის ბაზარზე  განსათავსებლად და აკმაყოფილებს აღნიშნულ ქვეყანაში სათამაშოების მიმართ ბაზარზე განთავსებისთვის დადგენილ  მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათამაშოს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტით და რომლის იმპორტირებაც ხდება საქართველოში საქართველოს მთავრობის №50 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი ქვეყნიდან, რაც დასტურდება სატრანსპორტო დოკუმენტით;

ტ) სათამაშოს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შედგენილია მეორეული სათამაშოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე (იმპორტამდე) საქონლის გამომგზავნის (ექსპორტიორის) მიერ და რომელშიც მითითებულია, რომ სათამაშო ერთხელ უკვე განთავსდა ან განკუთვნილი იყო  საქართველოს მთავრობის №50 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი ქვეყნის ბაზარზე განსათავსებლად და აკმაყოფილებს აღნიშნულ ქვეყანაში სათამაშოების მიმართ ბაზარზე განთავსებისთვის დადგენილ  მოთხოვნებს;

უ) სატრანსპორტო დოკუმენტი – „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ (დანართი №8) ინსტრუქციის დანართ №8-II-01-ით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები;

ფ) მეორეული სათამაშოს სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების მეორეული სათამაშო, გამოგზავნილი ერთი გამომგზავნის (ექსპორტიორის) მიერ ერთი მიმღების (იმპორტიორის) მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი ერთდროულად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების  პროცედურისათვის აღნიშნული იმპორტიორის მიერ ერთი გამშვები პუნქტის გავლით.“;

დ) მე-5 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. მეორეული სათამაშოს იმპორტიორის ვალდებულებები

1. ეს მუხლი ადგენს მეორეული სათამაშოს იმპორტიორის ვალდებულებებს.

2. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის მეორეული სათამაშო, რომელიც შესაბამისია ამ მუხლისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-9, მე-10 და მე-14 მუხლების მოთხოვნებთან.

3. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, მეორეული სათამაშოს იმპორტის შემდეგ, ბაზარზე განთავსებამდე, მოახდინოს იმ ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური, ელექტრული, აალებადობის, ჰიგიენური და რადიოაქტიური საფრთხეების ანალიზი, რომლებსაც შესაძლოა, იწვევდეს სათამაშო და შეაფასოს ასეთი საფრთხეების პოტენციური ზემოქმედება.

4. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, არ განათავსოს მეორეული სათამაშო ბაზარზე, თუ მიაჩნია ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მეორეული სათამაშო არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლსა და II დანართში მითითებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, სანამ სათამაშო შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მეორეული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, ამოიღოს ან გამოითხოვოს მეორეული სათამაშო ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მეორეული სათამაშო წარმოქმნის რისკს, მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობებისა და მიღებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, იმპორტისას მეორეული სათამაშოს თითოეულ პარტიას თან დაურთოს სათამაშოს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო დოკუმენტი.

6. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, აწარმოოს მის მიერ იმპორტირებული მეორეული სათამაშოების მონაცემთა ბაზა, რომელიც შესაძლებელს გახდის თითოეული მეორეული სათამაშოს იდენტიფიცირებას მეორეული სათამაშოს სასაქონლო პარტიისა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) თარიღის მიხედვით და, მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

 7. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, მეორეული სათამაშოს იმპორტის შემდეგ, პროდუქტის დისტრიბუციამდე ან ამ ტექნიკური რეგლამენტის 61 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროდუქტის უშუალოდ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, პროდუქტზე დაიტანოს მეორეული სათამაშოს სასაქონლო პარტიის ნომერი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) თარიღი, ასევე საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მასთან დაკავშირება. იმ შემთხვევაში, თუ მეორეულ სათამაშოზე აღნიშნული ინფორმაციის დატანა შეუძლებელია, იგი დატანილი უნდა იყოს მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში.

8. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია მეორეული სათამაშოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს სათამაშოს შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლისა და II დანართის მოთხოვნებთან.

9. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი, მეორეული სათამაშოს იმპორტიდან 10 წლის განმავლობაში, ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა სათამაშო, სათამაშოს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, იმპორტის თარიღისა და იმპორტირებული მეორეული სათამაშო პარტიის მითითებით.“;

ე) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორის ვალდებულებები

1.  ეს მუხლი ადგენს მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორის ვალდებულებებს.

2. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის მეორეული სათამაშო, რომელიც შესაბამისია ამ მუხლისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-9, მე-10 და მე-14 მუხლების მოთხოვნებთან.

3. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია, მეორეული სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მეორეულ სათამაშოს თან ახლავს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე დარწმუნდეს, რომ მეორეული სათამაშოს იმპორტიორი აკმაყოფილებს 51 მუხლის მოთხოვნებს.

4. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია, არ განათავსოს მეორეული სათამაშო ბაზარზე, თუ მიაჩნია ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მეორეული სათამაშო არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლსა და II დანართში მითითებულ მოთხოვნებს, სანამ შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი, რომელსაც მიაჩნია ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მეორეული სათამაშო არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული მეორეული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მისი ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მეორეული სათამაშო წარმოქმნის რისკს, მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობისა და ნებისმიერი გატარებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია, მეორეული სათამაშოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს მეორეული სათამაშოს შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლისა და  II დანართის მოთხოვნებთან.

6. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორმა, საჭიროების შემთხვევაში, მეორეულ სათამაშოს თან უნდა დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია.

7. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია, მეორეულ სათამაშოზე დაიტანოს გამაფრთხილებელი მითითებები თვალსაჩინო, წაკითხვადი, გასაგები და ზუსტი ფორმით, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, დაიტანოს მის ეტიკეტზე, შეფუთვაზე ან გამოყენების ინსტრუქციებზე. გამაფრთხილებელი მითითებები, როგორებიცაა მომხმარებლის მინიმალური და მაქსიმალური ასაკი და ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართში მითითებული სხვა გამაფრთხილებელი მითითებები, რომლებიც გადამწყვეტია მეორეული სათამაშოს შეძენისას  მკაფიოდ უნდა ჩანდეს მეორეული სათამაშოს სარეალიზაციო შეფუთვაზე ან სხვაგვარად უნდა იყოს ხილვადი მომხმარებლისთვის, მისი ნებისმიერი ფორმით შესყიდვამდე.

8. შესაბამის შემთხვევებში, მეორეული სათამაშოს მიერ წარმოქმნილ შესაძლო რისკებთან მიმართებით,  მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია ჩაატაროს ბაზარზე განთავსებული მეორეული სათამაშოების ნიმუშების გამოცდა, ასევე გამოიკვლიოს და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოოს საჩივრებისა და შეუსაბამო სათამაშოების გამოთხოვის შესახებ რეესტრი.

9. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად დადასტურდება, რომ მეორეული სათამაშო შეიცავს საფრთხეს, მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ მითითებული ნიმუშების შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდა, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ პუნქტის მიზნებისათვის დისტრიბუტორის მიერ გამოსაცდელი მეორეული სათამაშოს ნიმუშებს შეარჩევს შემდეგნაირად:

ა) დადასტურებული საფრთხის მახასიათებლების გათვალისწინებით, დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე განთავსებული თვისებრივად მსგავსი შესაძლო საფრთხის მქონე მეორეული სათამაშოების გონივრულ რაოდენობას; ან/და

ბ) დადასტურებული საფრთხის შემცველი მეორეული სათამაშოს სასაქონლო პარტიის შემადგენელი მეორეული სათამაშოების  გონივრულ რაოდენობას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს საფრთხეს და რომლებიც ბაზარზე განთავსებულია დისტრიბუტორის მიერ. 

10. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს სათამაშოს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო დოკუმენტი. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშოს მიერ წარმოქმნილი რისკების აღმოსაფხვრელად განხორციელებულ ღონისძიებებს.

11. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი, მისთვის სათამაშოს მიწოდებიდან 10 წლის განმავლობაში, ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მას მიაწოდა სათამაშო;

ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც თვითონ მიაწოდა სათამაშო.

12. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი განიხილება, როგორც მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი, და, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ იგი ახორციელებს პროდუქტის უშუალოდ მომხმარებლისთვის მიწოდებას.“;

ვ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. დოკუმენტური შეუსაბამობა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის 26-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს შემდგომ დოკუმენტურ შეუსაბამობათაგან რომელიმეს:

ა) ნიშანდება დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევით;

ბ) შესაბამისი ნიშანდება არ იქნა დატანილი;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია არ იქნა შედგენილი;

დ) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ იქნა შედგენილი;

ე) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულყოფილია.

2. მეორეული სათამაშოს შემთხვევაში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს შემდგომ დოკუმენტურ შეუსაბამობათაგან რომელიმეს:

ა) ნიშანდება დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევით;

ბ) შესაბამისი ნიშანდება და გამაფრთხილებელი მითითებები არ იქნა დატანილი;

გ) არ იქნა წარმოდგენილი სათამაშოს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო დოკუმენტი;

დ) არ იქნა წარმოდგენილი ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია.

3. თუ ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული შეუსაბამობები არ იქნა აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, მიიღოს სათანადო ზომები, რათა შეიზღუდოს ან აიკრძალოს ამგვარი სათამაშოების ბაზარზე განთავსება, ხოლო უკვე განთავსებული სათამაშოები გამოთხოვილ ან/და ამოღებულ იქნეს ბაზრიდან.“;

ზ) I დანართის მე-19 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი (სტანდარტული) საკითხავი ან/და სასწავლო წიგნები, რომლებიც არ არის აღჭურვილი სათამაშო მახასიათებლებით.“;

თ) VI დანართის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის VII და VIII დანართები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.