“ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016700
264
23/06/2021
ვებგვერდი, 24/06/2021
010250020.35.160.016700
“ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №264

2021 წლის 23 ივნისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის  №154 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმაში (დანართი №3) (www.matsne.gov.ge, 03.12.2019წ., 010250020.35.160.016590)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. საცხოვრებელი ზონა

1. დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონა (სზ-2)- დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დომინირებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. საცხოვრებელი ზონა (სზ-2) იყოფა ორ სექტორად:

ა) სექტორი 1;

ბ) სექტორი 2.

სექტორი 1. მშენებლობის ნებადართული სახეობებია:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
  • სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა;      
  • კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას;
  • საოჯახო (არასამეწარმეო) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური), სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
  • მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს;
  • რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი;
  • სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება;
  • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;
  • ადმინისტრაციული ობიექტი;
  • ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა.

საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს:

  • სასტუმრო;
  • მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
  • ოფისი;  

 სექტორი 2. მშენებლობის ნებადართული სახეობებია:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
  • დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
  • სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა;      
  • კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას;
  • საოჯახო (არასამეწარმეო) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური), სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
  • მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს;
  • რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი;
  • სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება;
  • საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;
  • ადმინისტრაციული ობიექტი;
  • ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა.

საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს:

  • სასტუმრო;
  • მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
  • ოფისი. 

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  1. განაშენიანების პარამეტრების ცხრილი:

ფუნქციუ რი

ქვეზონებ

ი

მიწის

ნაკვეთი

ს

მინიმა

ლური

ფართო ბი  (მ2)

მიწის ნაკვეთის ზომები

შეწევის მანძილისადმი მოთხოვნები

შენობის მაქსიმა ლური

სიმაღლ

ე

(მეტრებ

ი)

მიწის

ნაკვეთის

განაშენია ნების

მაქსიმალ ური

კოეფიცი ენტი

მიწის

ნაკვეთის

განაშენია ნების

ინტენსივ ობის

მაქსიმალ ური

კოეფიცი ენტი

მიწის

ნაკვეთი

ს

გამწვანე ბის

მინიმალ ური

კოეფიცი ენტი

მიწის

ნაკვეთი

ს

მინიმა

ლური

სიგანე/

ფრონტ ი

(მეტრებ

ი)

მიწის

ნაკვეთი

ს

მინიმა

ლური

სიღრმე/ სიგრძე

(მეტრებ

ი)

მინიმა

ლური წინა ეზო  

(მეტრებ

ი)

მინიმა

ლური

გვერდი თი ეზო

(მეტრებ

ი) 

მინიმა

ლური უკანა ეზო

(მეტრებ

ი)

საწარმოო ზონა

(იზ-1)  

400 

20 

20

- 

 -

-

-

-

-

0.2

სამრეწვე

ლო ზონა

(იზ-2)

2000

50 

20/25*

-

       -

- 

- 

-

-

0.2

შენობის შეწევის მანძილებისადმი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს განაშენიანების დეტალური გეგმით ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით ძირითადი დებულების შესაბამისად. 

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებულ დანართში – „ქვეზონების რუკა“ შეტანილ იქნეს ცვლილებები  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით (თან ერთვის საინფორმაციო მასალა).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი