„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016699
263
23/06/2021
ვებგვერდი, 24/06/2021
010250020.35.160.016699
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №263

2021 წლის 23 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N18 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 07/02/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.160.016454) პირველი მუხლით დამტკიცებულ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია სხვა სუბიექტებისგან და ანგარიშვალდებულია ქალაქის მერის წინაშე. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში. სამსახურის საჯარო მოსამსახურე (შიდა აუდიტორი) თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია შიდა აუდიტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის აუდიტორული შემოწმების დამოუკიდებლად და ეფექტურად ჩატარებას, ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, ჩაითვლება მნიშვნელოვან დაბრკოლებად და ასეთი ქმედების არსებობისას სამსახურის ხელმძღვანელი აცნობებს ქალაქის მერს, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი დაბრკოლებების განმეორების  თავიდან აცილებას.“

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება შემუშავებული პროცედურების შესაბამისად;“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს მარწმუნებელი, საკონსულტაციო საქმიანობისა და ინსპექტირების მეშვეობით.“.

4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები:

„3. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს მერიის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას.  მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

4. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგს, ფასილიტაციას.

5. სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას.

6. საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე სამსახური უნდა შეთანხმდეს ობიექტთან კონსულტაციის მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.

7. ინსპექტირება ხორციელდება დარღვევების, გადაცდომების და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედებების აღმოჩენის, შესწავლის, კონტროლის და შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით.“.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1 “ ქვეპუნქტი:

„ნ1) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება შემუშავებული პროცედურების შესაბამისად;“.

6. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოფს აუდიტორული შემოწმების, გაცემული რეკომენდაციების შესრულების, მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობის დროულად და ხარისხიანად განხორციელებას, არსებული პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად რესურსების პროდუქტიულად და ეფექტურად გამოყენების გზით;“.

7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის, საკონსულტაციო  საქმიანობისა და ინსპექტირების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ჰქონდეს მონაცემთა ბაზებზე წვდომა, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა,) მოითხოვოს დოკუმენტს სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი შეზღუდვებისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი