დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 260 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016696 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის N134 დადგენილება (www.matsne.gov.ge ; 18/12/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.160.016344) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261 და 30-ე მუხლების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, „ 2. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 2.1 წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის (შემდგომში – სანებართვო მოწმობა) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად. 2. სანებართვო მოწმობის ფორმების, გამოყენებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური).“ 2.2 წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - ნებართვის გამცემი), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“ 2.3 წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნებართვები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები: ა) უნიკალური ნომერი; ბ) უხილავი საღებავით შესრულებული ქალაქ რუსთავის ლოგო, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ანათებს (შესაძლოა განთავსდეს ნებართვაზე, ნებისმიერ ადგილას); გ) სპეციალური საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინესცენციას. „ 2.4 წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.“ 2.5 წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარე რეკლამის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს სამსახური.“ 2.6 წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში) შეაქვს სამსახურს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები