ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016618
253
15/06/2021
ვებგვერდი, 23/06/2021
000000000.00.101.016618
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება  253

2021 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის ფილოსოფოსის

თამაზ ბუაჩიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩას მიენიჭოს ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის    სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი #64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე