„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016701
1-1/257
21/06/2021
ვებგვერდი, 21/06/2021
300300000.22.024.016701
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/257

2021 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“  საქართველოს კანონის 168-ე მუხლისა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №244 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ" (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, გატარების, განაწილების, ელექტროენერგიის მიმწოდებლების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასა და ვაჭრობასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ჰ1-ჰ6“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან და საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელ საწარმოებთან (საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის სხვა მწარმოებლებთან) თანამშრომლობის გზით;

2) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოს მთავრობის 2020 წლის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი საცალო მომხმარებლებისათვის, გარდა ამ მუხლის „ჰ1“ პუნქტით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისა;

3) თავისუფალი მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საცალო მომხმარებლისთვის, გარდა ამ მუხლის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არარეგულირებული საბაზრო ფასით;

4) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას შეზღუდული ვადითა და რეგულირებული პირობებით, იმ საცალო მომხმარებლებისათვის, რომლებმაც გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს ელექტროენერგიის მიმწოდებელი;

5) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი;

6) გადაცემის ლიცენზიატი – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტს დაემატოს „ბ.ი-ბ.მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ბ.ი) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი;

ბ.კ) თავისუფალი მიმწოდებელი;

ბ.ლ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი;

ბ.მ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული განაწილების ლიცენზიატი, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.“;

დ) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წერილი საცალო მომხმარებლის სტატუსის არსებობის შესახებ, გაცემული შესაბამისი მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ (საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში).“;

ე) მე-4 პუნქტს დაემატოს „თ-ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„თ) ამ წესების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო გარანტია (მხოლოდ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შემთხვევაში).

ი) საპროგნოზო მოხმარების განსაზღვრისათვის გასული 1 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შემთხვევაში).“;

ვ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის, მაძიებელმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“;

ზ) დაემატოს 43 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„43. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ი“, „ბ.კ“, „ბ.ლ“ და „ბ.მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მაძიებელმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“;

თ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. იმპორტიორად, ექსპორტიორად, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლად, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, თავისუფალ მიმწოდებლად, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად რეგისტრაციის მაძიებლის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში განაცხადის შემოტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“;

ი) დაემატოს 83 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„83. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს განაწილების ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს განაწილების ლიცენზიატს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს განაწილების ლიცენზიატი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში 2021 წლის 1 ივლისიდან.“;

კ) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტიორის, ექსპორტიორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის, გადაცემის ლიცენზიატის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე;“.

4. მე-4 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს 22 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„22. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, თავისუფალ მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს რეგისტრაცია შესაძლებელია გაუუქმდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებში.“.

5. 42 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საცალო მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, ამავე დადგენილებით განსაზღვრული თარიღიდან უნდა დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.“.

6. მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კვალიფიციური საწარმოები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) ვალდებულნი არიან მიწოდება-მიღების ყველა პუნქტში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე არსებული მრიცხველები ჩართონ/დაუკავშირონ ზედა დონის ესკაა სისტემაში/სისტემას და უზრუნველყონ ამ მრიცხველებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის გადაცემა, სულ მცირე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით.

5. კვალიფიციური საწარმოები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) უფლებამოსილნი არიან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში, დროებით (არაუმეტეს 24 სთ-სა კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში) შეაჩერონ მიწოდება-მიღების პუნქტ(ებ)ში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე არსებული მრიცხველების დაკავშირებულობა/ჩართულობა ზედა დონის ესკაა სისტემასთან.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ, ერთი მხრივ, წარმოების ლიცენზიატი, იმპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და, მეორე მხრივ, პირდაპირი მომხმარებელი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი ან ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იგივე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელი კვალიფიციური საწარმოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კონკრეტული რაოდენობის ქვეყნის შიდა მომხმარებლებზე მიწოდების მიზნით რეალიზაციის თაობაზე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვისას, ფასის კრიტერიუმის გათვალისწინებით უპირატესობა მიანიჭოს ამ მარეგულირებელი ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას.

7. მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელი კვალიფიციური საწარმო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული ყოველი გადაწყვეტილების თაობაზე, 5 დღის ვადაში აცნობოს უნივერსალურ მიმწოდებელს, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს და სისტემის კომერციულ ოპერატორს.“.

8. მე-13 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კვალიფიციური საწარმოები – პირდაპირი მომხმარებლები, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი და ექსპორტიორები, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდიან მათ მიერ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის სხვაობის შესატყვის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. ამ პუნქტის მიზნებისათვის, პირდაპირ მომხმარებელს, მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში, ასევე წარმოადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს 101 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„101. განაწილების ლიცენზიატი გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან სტანდარტული პირობებით შეისყიდის საანგარიშო პერიოდში 23-ე მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობას, რომელიც წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“.

9. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კვალიფიციური საწარმოებისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მწარმოებლების მიერ (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა) წარმოებული (სალტეზე გაცემული), განაწილების ლიცენზიატების მიერ განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით შესყიდული/მიღებული, პირდაპირი მომხმარებლების მიერ მიღებული (მოხმარებული), იმპორტიორების მიერ იმპორტირებული, ექსპორტიორების მიერ ექსპორტირებული, საბითუმო მიმწოდებლის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლისა და თავისუფალი მიმწოდებლის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.“.

10. მე-20 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა ხდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, პირდაპირი მომხმარებლების, ექსპორტიორების და ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს.“;

ბ) მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის,, პირდაპირი მომხმარებლების, ექსპორტიორებისა და ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას;“.

11. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმო – უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი და ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია აუნაზღაუროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური, გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში მისი ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად.“.

12. 221 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდვა (გარდა საბალანსო ელექტროენერგიისა) ხდება მხოლოდ უნივერსალურ მიმწოდებელზე.“.

13. 23-ე მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგებისა და გადამცემ ქსელში დანაკარგების შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობები გამოითვლება შესაბამის საანგარიშო პერიოდში მყიდველი კვალიფიციური საწარმოების (უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით შესყიდული/მიღებული ელექტროენერგიის ნაწილში), პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები) ფაქტიურ ჯამურ მოხმარებასა და ელექტროენერგიის ტრანზიტ(ებ)ის მოცულობებზე ფაქტობრივი საშუალო დანაკარგის შესატყვისი ელექტროენერგიის პროპორციული განაწილებით.“;

ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს 32 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„32. განაწილების ლიცენზიატის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესაბამისი შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობები გამოითვლება განაწილების ლიცენზიატის ქსელში მიღებულ ელექტროენერგიის რაოდენობას გამოკლებული კვალიფიციური საწარმოებისთვის განაწილებული (გატარებული) ელექტროენერგია.“;

გ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს 42 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„42. გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესატყვისი ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას და მისი შესყიდვა ხორციელდება განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“.

14. 25-ე მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილი წესით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს საბანკო გარანტია შესასყიდი გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით. უზრუნველყოფისათვის გამოიყენება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული და საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ კონტრ-გარანტიის საფუძველზე გადაზღვეული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიები. საბანკო გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) თვეში შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობის სრულ ღირებულებას, ასევე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების სრულ ოდენობას. გარანტიის მოქმედების ვადა და სხვა პირობები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა განუსაზღვროს ამ მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებლებს მისი წერილობითი მომართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვის დასრულების თვის მომდევნო 45 კალენდარულ დღეს. სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შემთხვევაში გარანტიის წარმომდგენი პირი ვალდებულია მიუსადაგოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია შეცვლილ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, საბანაკო გარანტია არ არის წარმოდგენილი. გარანტია წარმოუდგენლად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოყენების შემდეგ, არ შეავსებს საბანკო გარანტიას და არ წარუდგენს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს.“.

15. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია თავის მფლობელობაში ან/და მართვაში არსებული საშუალებებით აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, სალტეზე გაცემული, გადაცემული, მოხმარებული, მიწოდებული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ამ წესების შესაბამისად.“;

ბ) დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ცალ-ცალკე აღრიცხოს განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, მათ შორის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებისათვის, თავისუფალი მიმწოდებლებისთვის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლებისთვის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლებისათვის, ასევე განაწილების ქსელის დანაკარგები. აღნიშნული შესაბამისი აქტით უნდა წარედგინოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ყველა მხარის მიერ.“.

16. 28-ე მუხლის მე-2 - 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კვალიფიციური საწარმოების (განაწილების ლიცენზიანტი, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებელი – საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის შესყიდვის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მის კუთვნილ სალტეზე/ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის გაყიდვის შემთხვევაში) მიერ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მიწოდების პუნქტებში მოხმარებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიისთვის, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

21. გადაცემის ლიცენზიატების მომსახურების ანაზღაურება განაწილების ლიცენზიატის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, თავისუფალი მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, პირდაპირი მომხმარებლის, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლის (საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში) მიერ ხორციელდება მიწოდების პუნქტებში მოხმარებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფისა) მიხედვით.“.

17. 29-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

18. დაემატოს 451 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 451. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის დროებითი წესი

1. საცალო მომხმარებელი, რომელიც „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №244 დადგენილების შესაბამისად, 2020 წლის შედეგების საფუძველზე აკმაყოფილებს ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, 2021 წლის 1 ივლისიდან უნდა დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივნისისა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საცალო მომხმარებლების ჩამონათვალი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული მომხმარებლების ქსელთან მიერთების წერტილების სია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საცალო მომხმარებელი, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ წარმოადგენს საცალო მომხმარებელს.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივნისისა, წერილობით აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საცალო მომხმარებელს 2021 წლის 1 ივლისიდან, საცალო მომხმარებლის სტატუსის გაუქმების შესახებ, ასევე მიაწოდოს ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მოხმარებელი, რეგისტრაციის მაძიებელმა, არაუგვიანეს 2021 წლის 25 ივნისისა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნტებითა და 5​​1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით.

7. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანა ხორციელდება 2021 წლის 1 ივლისიდან.

8. დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული თვისა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რეგისტრაციის მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ქსელსაც უერთდება რეგისტრაციის მაძიებელი, ამოწმებენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ 35/110 კვ და 6/10 კვ ძაბვის საფეხურებზე არსებულ აღრიცხვის კვანძებს, ადგენენ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს. 

9. თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადგენილი ხარვეზების შესახებ ეცნობება კომისიას.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა საცალო მომხმარებელმა არ შეასრულა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოქმედება, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აღნიშნულის თაობაზე არაუგვიანეს 2021 წლის 25 ივნისისა, წერილობით აცნობებს პირს, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელთანაც მიერთებულია საცალო მომხმარებელი. პირი, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელთანაც არის მიერთებული საცალო მომხმარებელი, ვალდებულია, 2021 წლის 1 ივლისიდან საცალო მომხმარებელს შეუწყვიტოს/შეუზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება.“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-14 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა