დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 80/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 21/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 06/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016567 |
|
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 14/02/2011; ს/კ: 220020000.18.011.016022) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის შესაბამისად. 3. გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის: ა) 25%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი; ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები; გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა იცვლება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
RR=10%+[(DR-40%)*(25%-10%)/(70%-40%)] სადაც: RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა; DR არის ამ დებულების შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის: ა) 15%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი; ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები; გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა იცვლება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
RR=10%+[(DR-40%)*(15%-10%)/(70%-40%)] სადაც: RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა; DR არის ამ დებულების შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი. 5. მინიმალური სარეზერვო ნორმა და დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით.“. 2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. დეპოზიტების დოლარიზაციის გაანგარიშება 1. მინიმალური სარეზერვო ნორმის განსაზღვრის მიზნით ბანკის დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება ამ მუხლის შესაბამისად. 2. ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების პერიოდის შესაბამის დღეებზე, როგორც ამ დღეების საშუალო მაჩვენებელი. 3. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა იანგარიშება ცალ-ცალკე ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისთვის და უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისთვის. 4. ყოველდღიური ნაშთების საფუძველზე ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საერთო მოცულობა გაიანგარიშება ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით დეპოზიტების საერთო მოცულობა გაიანგარიშება ეკვივალენტი ლარით გაანგარიშების დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. 5. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი გამოისახება პროცენტულად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
DR = DFX / (DGE + DFX) სადაც: DR არის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი; DFX არის ბანკის დეპოზიტების მოცულობა უცხოური ვალუტით; DGE არის ბანკის დეპოზიტები მოცულობა ეროვნული ვალუტით. 6. ბანკის დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიანგარიშება მესამე პირების მიმართ დეპოზიტების სახით ბანკის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულების გათვალისწინებით, გარდა საქართველოს სამთავრობო სექტორის დეპოზიტებისა (სებსტატის კოდი S13000 და მასში შემავალი ქვესექტორების კოდები, მათ შორის S13099, S13100, S13200, S13300) და კომერციული ბანკთაშორისი დეპოზიტებისა (სებსტატის კოდი S12210 და მასში შემავალი ქვესექტორების კოდები). დოლარიზაციის კოეფიციენტის გაანგარიშების მიზნებისათვის, დეპოზიტების გაანგარიშებაში ასევე შედის ისეთი საცალო სექტორის ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს დეპოზიტისგან განსხვავებული ფორმით (ფასიანი ქაღალდების ან ნასესხები სახსრების ფორმით). ასეთი შემთხვევების არსებობის შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დამატებით, წერილობით განმარტოს არადეპოზიტის ფორმის ვალდებულებების დეპოზიტების დოლარიზაციის გაანგარიშებაში მიკუთვნების საკითხი. 7. დეპოზიტების მოცულობა გამოითვლება სებსტატის სახელმძღვანელოთი („საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანება) გათვალისწინებულ შემდეგ ფინანსურ ინსტრუმენტებზე:
8. დოლარიზაციის კოეფიციენტის გაანგარიშება ხდება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით და არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგების შემადგენელი ნაწილი.“. |
მუხლი 2 |
2021 წლის 6 ივლისიდან 2021 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 ივლისს. |
|
დოკუმენტის კომენტარები