,,COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-56/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016883
01-56/ნ
25/06/2021
ვებგვერდი, 25/06/2021
470230000.22.035.016883
,,COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-56/ნ

2021 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gpv.ge; 04/02/2021; 470230000.22.035.016839) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11

1. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ვაქცინირებული პირის  მოთხოვნის შემთხვევაში, იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერიროს/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის  შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტუროს ამავე სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით  და დაწესებულების ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

2. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებული ინფორმაციის საფუძველზე COVID-19 ვაქცინაციის შესახებ ვაქცინირებული პირის  მოთხოვნით გაცემული სამედიცინო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ვაქცინირებული პირის პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი) და მონაცემებს პირისათვის  იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის მიერ ჩატარებული აცრ(ებ)ის (COVID-19 ვაქცინაციის დოზა, ვაქცინის მწარმოებელი, ვაქცინაციის თარიღი, სამედიცინო დაწესებულების დასახელება), ასევე პირისთვის ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სსიპ  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ვაქცინირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერიროს/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის  შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტუროს ბეჭდით და/ან შტამპით  და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №3 დანართი (COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინა AstraZeneca საინიექციო ხსნარი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინა AstraZeneca საინექციო ხსნარი

ეყრდნობა COVID-19  მწარმოებელი კომპანიის (AstraZeneca AB) მიერ მოწოდებულ ინსტრუქციას

1. ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი:

ა) აცრა ტარდება 18 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს 4 – 12 კვირას;

ბ) ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მნიშვნელოვანია, მეორე დოზა  გაკეთდეს იგივე ვაქცინით.

2. უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები:

ა) ვაქცინა ინახება მაცივარში +20– +80C ტემპერატურაზე;

ბ) არ გაყინოთ, გაყინული ვაქცინა ექვემდებარება განადგურებას;

გ) შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე.

3. ვაქცინის პრეზენტაცია და  ადმინისტრირება:

ა) ვაქცინა წარმოადგენს გამოყენებისათვის გამზადებულ,  უფერო ან ოდნავ მოყავისფერო შეფერილობის, გამჭვირვალე ან ოდნავ გაუმჭვირვალე სითხეს; საინექციო დოზის ამოღებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ვაქცინა და მყარი ნაწილაკების არსებობის ან ფერის ცვლილების შემთხვევაში გაანადგურეთ. ფლაკონი არ შეანჯღრიოთ;

ბ) ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს. აცრა კეთდება კუნთში მხრის ზედა ნაწილში;

გ) ვაქცინის ერთი დოზა (0,5 მლ) კეთდება ინტრამუსკულარული საინექციო თვითბლოკირებადი 0,5 მლ-იანი შპრიცით. ბოლო დოზის ამოღების შემდეგ, ფლაკონში ნარჩენი სითხის არსებობა დასაშვებია;

დ) ვაქცინა არ შეიცავს კონსერვანტს. ადმინისტრირებისას ასეპტიკის წესების დაცვა აუცილებელია;

ე) ვაქცინის ფლაკონზე უნდა აღინიშნოს ფლაკონის  გახსნის თარიღი და დრო; 

ვ) ვაქცინა არ შეიცავს კონსერვანტებს. ფლაკონი გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება სწრაფად, პირველი დოზის ამოღებიდან  6 საათის განმავლობაში (+20C-დან  +80C-მდე შენახვის პირობებში).  გაანადგურეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ვაქცინა;

ზ) მრავალდოზიანი ფლაკონის გამოყენების  წესის შესაბამისად, დარჩენილი დოზები უნდა განადგურდეს 6 საათის შემდეგ განზავებიდან, ან სამუშაო დღის დასრულებისას,  რომელიც უფრო ადრე დგება.

 

4. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები

უკუჩვენებები

 

ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის რომელიმე აქტიურ ნივთიერების ან ვაქცინის სხვა კომპონენტის მიმართ

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება

ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HITT ან HIT type 2)

გავრცობილი ვენური და/ან არტერიული თრომბოზი თრომბოციტოპენიის ფონზე, რომელიც განვითარებული იყო        COVID-19-ის  ნებისმიერი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ, AstraZeneca/Oxford ვაქცინით მეორე დოზა არ კეთდება

 

კაპილარული გაჟონვის სინდრომი (CLS)

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (380C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება

COVID-19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე

გაფრთხილება

სისხლდენის ან სისხლჩაქცევის პრობლემები ან იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (ანტიკოაგულანტები)

თუ წარსულში ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე

თუ გაქვთ იმუნური სისტემის  პრობლემა (იმუნოდეფიციტი), ან ღებულობთ მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (მაგ., მაღალი დოზის კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები, ან სიმსივნის სამკურნალო საშუალებები);

ორსულობა, ძუძუთი კვება

სხვა

აცნობეთ სამედიცინო პერსონალს თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი ან ვაქცინა COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთდროული ადმინისტრირებისას უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმწირის გამო, რეკომენდებულია მინიმუმ 14 დღიანი ინტერვლის დაცვა. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, ანტირაბიულის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19  ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე

 

 

5. არასასურველი რეაქციები

ა) ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ან მეტ შემთხვევაში)  მგრძნობელობა, ტკივილი, სიმხურვალე ან ქავილი ინექციის ადგილზე, შეუძლოდ  ყოფნა, დაღლილობა, შემცივნება ან ცხელების შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევა, სახსრების ან კუნთების ტკივილი;

ბ) ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში)  შეშუპება ან სიწითლე ინექციის ადგილზე, ცხელება.

გ) ძალიან იშვიათი  კაპილარული გაჟონვის სინდრომი (CLS), რომლის სიმპტომებია კიდურების უეცარი (სწრაფი) შეშუპება, წონაში მატება და სისუსტე (დაბალი წნევის გამო) ვაქცინაციის შემდეგ დღეებში. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება.

შენიშვნა: ვაქცინაციის წინ აუცილებლად იხილეთ თანმხლები ინსტრუქცია.“;

 

ბ) №8 დანართის (ასაცრელი პირის COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი) ცხრილს მე-15 გრაფის შემდეგ დაემატოს შემედეგი შინაარსის 151 გრაფა:

151. ხომ არ გაქვთ ანამნეზში  კაპილარული გაჟონვის სინდრომი (CLS)? 

 

 

 

                                                                                                                                                .“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 29 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე