დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 199/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/05/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 02/06/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.004.783 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/06/2001 - 07/06/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.783
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №199/ნ
2001 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფის მიზნით, „პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იშვიათი დაავადებების თანდართული ჩამონათვალი.
2. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დროებით საფინანსო კომისიას (ა.გამყრელიძე) იშვიათი დაავადებებით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების საკითხის განხილვა .
3. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებმა, ქ. ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქალაქ თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურებმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტებმა დაიყვანონ ბრძანება სამედიცინო დაწესებულებამდე.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
იშვიათი დაავადებების ჩამონათვალი
1. მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია
2. ადისონის დაავადება
3. ალსტრიომის სინდრომი
4. ბარტერის სინდრომი
5. ბეხჩეტის სინდრომი
6. უიპლის დაავადება
7. ბილიარული ატრეზია
8. კონის სინდრომი
9. კრონკჰაიტ-კანადას დაავადება
10. უშაქრო დიაბეტი
11. გარდნერის სინდრომი
12. გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
13. ჰემოქრომატოზი
14. ჰემოფილია
15. ინსულინომა
16. ლაიმის დაავადება
17. ფენილკეტონურია
18. ჰომოცისტინურია
19. ფეოქრომოციტომა
20. ვილმსის სიმსივნე
21. ვულგარული იხთიოზი
22. ჰიპოფიზარული ნანიზმი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები