დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016428 |
|
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლების, 313-ე მუხლის მე–17 ნაწილისა და „ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილების საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართიN1
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
წინამდებარე წესი არეგულირებს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაში, ან საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულების შენობაში, ასევე, განაშენიანების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკუსტიკური ხმაური – ყველა სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობს ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად, ქმნის დისკომფორტს და შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე, ან მის სოციალურ მდგომარეობაზე; ბ) ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას; გ) L დღე – დღის ხმაურის მაჩვენებელი (დღე – 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, საღამო – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე); დ) L ღამე – ღამის ხმაურის მაჩვენებელი (23:00 საათიდან 08:00 საათამდე); ე) ბგერის დონე LAდბA – მუდმივი ხმაურის მახასიათებელი; ვ) ბგერის ექვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის მახასიათებელი; ზ) პიროტექნიკური ნაკეთობა --- პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის თავისუფალი გაყიდვა ნებადართულია და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად. |
მუხლი 3.
რეაგირების საფუძველი |
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი. 2. ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
მუხლი 4.
ხმაურის გაზომვის წესი |
|
მუხლი 5.
პასუხისმგებლობა ხმაურის გადამეტებაზე |
1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულების შენობისა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის დონე აღემატება „ტექნიკური რეგლამენტი–საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით განსაზღვრული ხმაურის დასაშვებ ნორმებს.
2. თუ საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობებსა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ფიქსირდება, ან მოსალოდნელია ხმაურის მაჩვენებლის დასაშვები ნორმის გადამეტება, მაშინ ფიზიკურმა, ან იურიდიულმა პირმა, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ხმაური, უნდა უზრუნველყოს მომეტებული ხმაურის მაჩვენებლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება. |
მუხლი 6.
ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება |
1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის საათებში აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე. 3. ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი). |
მუხლი 7.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისთვის |
1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლების შესაბამისად.
2. თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვისა და ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან, ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება. 3. ამ წესის მოთხოვენები არ ვრცელდება: ა) დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე; ბ) საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე; გ) საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე; დ) დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე; ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე; ვ) საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე. |
მუხლი 8.
სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესი |
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახური ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომლის დროსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. |
მუხლი 9.
მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება |
1. გაფრთხილების, ან დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერთან. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. ვანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები