დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018036 |
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 567 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 567. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გაცდენებისათვის დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები 1. 2020-2021 სასწავლო წელს არ ტარდება 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდები. 2. 2020-2021 სასწავლო წელს, მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა. 3. 2020-2021 სასწავლო წელს, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლე (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმის 34-ე მუხლის შესაბამისად. 4. იმ შემთხვევაში, თუ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლის (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) შეფასება ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მაშინ მოსწავლე ფასდება ერთ შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები