„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018036
36/ნ
17/06/2021
ვებგვერდი, 18/06/2021
430210000.22.022.018036
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №36/ნ

2021 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 567 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 567. 38- მუხლის მე-3 პუნქტით გაცდენებისათვის დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

1. 2020-2021 სასწავლო წელს არ ტარდება 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდები.

2. 2020-2021 სასწავლო წელს, მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა.

3. 2020-2021 სასწავლო წელს, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლე (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმის 34-ე მუხლის შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში, თუ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლის (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) შეფასება ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მაშინ მოსწავლე ფასდება ერთ შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი