„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 24/06/2021
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016228
155
24/06/2021
ვებგვერდი, 28/06/2021
310050000.54.066.016228
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №155

2021 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის №142 ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge 17/07/2019 310050000.54.066.016159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საწვავი გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის – საწვავი, რომელიც საჭიროა საწვავის იმ ოდენობის საკომპენსაციოდ, რომლის ხარჯი დანიშნულების აეროდრომამდე/საფრენ მოედნამდე ფრენისას წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ფაქტორებითაა განპირობებული;

შენიშვნა: გაუთვალისწინებელი ფაქტორი – მოვლენა, რომელმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს კონკრეტული ფრენისათვის საჭირო საწვავის ხარჯზე და მოიცავს კონკრეტული ზსხ-ის საწვავის მოსალოდნელი ხარჯიდან გადახრას, პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობების და მარშრუტის და/ან კრეისერული ეშელონის/აბსოლუტური სიმაღლის ცვლილებით გამოწვეულ  გადახრებს.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პერსონალის მომზადების პროგრამა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატის და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტების ასლები);“

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ინფორმაცია განმცხადებლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) ექსპლუატაციისას გამოსაყენებელი ზსხ-ის მოქმედი ფრენის შესრულების სახელმძღვანელო (Flight manual);“;

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოში განცხადება უნდა იქნეს წარმოდგენილი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 30 სამუშაო დღით ადრე.“.

4. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზსხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება შეჩერების საფუძველი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზსხ-ის ექსპლუატანტს სერტიფიკატის დანართში არ გააჩნია არცერთი საფრენად ვარგისი ზსხ.“.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზსხ-ის ექსპლუატანტს საფრენოსნო ექსპლუატაციის თითოეულ ბაზაზე უნდა გააჩნდეს, სულ მცირე,  ზსხ-ის ექსპლუატანტის მოქმედი სახელმძღვანელოს ერთი ასლი და ექსპლუატაციისას გამოყენებული ზსხ-ის მოქმედი ფრენის შესრულების სახელმძღვანელო.“.

6. მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზსხ-ის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) პირი, რომელიც დანიშნულია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად:

ა.ა) ფლობს პილოტის მოქმედ მოწმობას და ოსტატობას შესაბამისი კატეგორიის ზსხ–ზე;

ა.ბ) ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს;

ა.გ) ფლობს რადიოსატელეფონო კავშირის წარმართვის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

ა.დ) ფლობს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ ICAO–ს მე-4 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (საჭიროებისას);

ა.ე) გავლილი აქვს ყველა შესაბამისი სწავლება;

ა.ვ) ფლობს საავიაციო უშიშროების სფეროში საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების მომზადების დამადასტურებელ სერტიფიკატს და აქვს გავლილი შესაბამისი სწავლება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;“.

7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. საფრენოსნო დროის შეზღუდვები

ზსხ-ის ექსპლუატანტის ეკიპაჟმა უნდა განახორციელოს ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაცია დადგენილი ფრენის დროის შეზღუდვების დაცვით, რომელიც მოიცავს:

ა) 900 საათს ერთი კალენდარული წლის პერიოდში;

ბ) 100 საათს ერთი კალენდარული თვის პერიოდში;

გ) 30 საათს ნებისმიერი თანმიმდევრული 7 დღის პერიოდში;

დ) 8 საათს ერთი სამუშაო დღის პერიოდში.“.

8. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. საწვავი

1. ზსხ-ის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ზსხ-ზე ყოველი ფრენისათვის ხელმისაწვდომია საწვავის და ზეთის საკმარისი ოდენობა ფრენის გეგმის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის.

2. ზსხ-ის საწვავის გამოთვლა ეფუძნება, სულ მცირე:

ა) ზსხ-ის ექსპლუატანტის სახელმძღვანელოში განსაზღვრულ პროცედურას და საწვავის ხარჯვის მონიტორინგის სისტემიდან კონკრეტული ზსხ-თვის მიღებულ მონაცემებს ან ზსხ-ის დამამზადებლის მონაცემებს, თუ ზსხ არ არის აღჭურვილი საწვავის ხარჯვის მონიტორინგის სისტემით;

ბ) დაგეგმილი ფრენის საექსპლუატაციო პირობებს, მათ შორის:

ბ.ა) ზსხ-ის საწვავის ხარჯვის მონაცემებს;

ბ.ბ) ზსხ-ის მოსალოდნელ მასას;

ბ.გ) NOTAM–(ებ)ს;

ბ.დ) მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს;

ბ.ე) სმმ-ის პროცედურებსა და შეზღუდვებს.

3. გაფრენის წინ საწვავის ოდენობის გამოთვლისას, უნდა იქნეს გათვალისწინებული:

ა) სამიმოსვლოდ განკუთვნილი საწვავი, რომელიც არ უნდა იყოს იმ ოდენობაზე ნაკლები, რომლის გახარჯვაც მოსალოდნელია აფრენის წინ აეროდრომზე/საფრენ მოედანზე;

ბ) ფრენისთვის განკუთვნილი საწვავი, რომელიც მოიცავს საწვავის ოდენობას:

ბ.ა) აფრენისათვის და აეროდრომის/საფრენი მოედნის შემაღლებიდან საწყის კრეისერულ ეშელონზე/აბსოლუტურ სიმაღლეზე ასვლისათვის, გაფრენის მოსალოდნელი მარშრუტების მხედველობაში მიღებით;

ბ.ბ) გახარჯულს სიმაღლეზე ასვლის მაქსიმალური წერტილიდან ჩამოსვლის დაწყების სიმაღლის წერტილამდე, მათ შორის მარშრუტის საფეხურებზე ასვლის/ჩამოსვლის ჩათვლით;

ბ.გ) გახარჯულს სიმაღლიდან ჩამოსვლის დაწყების წერტილიდან დასაფრენად შესვლის დაწყების წერტილამდე, მოფრენის მოსალოდნელი პროცედურის მხედველობაში მიღებით;

ბ.დ) გახარჯულს დანიშნულების პუნქტის აეროდრომზე/საფრენ მოედანზე დასაფრენად შესვლისათვის და დაფრენისათვის.

გ) საწვავის რეზერვი, რომელიც მოიცავს:

გ.ა) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის განკუთვნილ საწვავს, რომელიც:

გ.ა.ა) არ უნდა იყოს ფრენისთვის განკუთვნილი გამოთვლილი საწვავის ოდენობის 5%–ზე ნაკლები ან ფრენისას ფრენის ხელახალი დაგეგმვის შემთხვევაში, ფრენის დარჩენილი დროის განმავლობაში ფრენისთვის განკუთვნილი გამოთვლილი საწვავის ოდენობის 5%;

გ.ბ) საწვავის ფინალურ რეზერვს, რომლის ოდენობამ დგუშიანი ძრავის მქონე ზსხ–ს დანიშნულების აეროდრომზე/საფრენ მოედანზე მიფრენის შემდგომ უნდა მისცეს დამატებით 45 წუთის განმავლობაში ფრენის შესაძლებლობა;

დ) საწვავის ოდენობა, რომელიც საჭიროა დანიშნულების პუნქტის აეროდრომიდან/საფრენი მოედნიდან სათადარიგო აეროდრომამდე/საფრენ მოედნამდე ფრენისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომია სათადარიგო აეროდრომი/საფრენი მოედანი;

ე) საწვავის დამატებითი ოდენობა, რომელმაც ზსხ–ს უნდა მისცეს დანიშნულების პუნქტის აეროდრომის/საფრენი მოედნის შემაღლებიდან, სტანდარტულ პირობებში, 1000 ფტ სიმაღლეზე 15 წთ ფრენის შესაძლებლობა, როდესაც ფრენა ხორციელდება დანიშნულების პუნქტის აეროდრომისკენ/საფრენი მოედნისკენ, რომელსაც არ გააჩნია სათადარიგო აეროდრომი/საფრენი მოედანი;

ვ) საწვავის დისკრეციული ოდენობა, საჭიროებისას, ზსხ-ის მეთაურის გადაწყვეტილებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ფრენა ხორციელდება ერთი აეროდრომის/საფრენი მოედნის ზონაში, საწვავის ფინალური რეზერვის ოდენობამ უნდა უზრუნველყოს უძრავფრთიანი/მბრუნავფრთიანი/მოქნილფრთიანი ზსხ-ის, სულ მცირე, 25 წუთის, ხოლო  მოძრავფრთიანი ზსხ-ის, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში ფრენა.

5. შესაძლებელია ფრენის გეგმის შეცვლა, განსხვავებული დანიშნულების პუნქტისკენ ფრენის ხელახალი დაგეგმვის განხორციელების მიზნით, იმ პირობით, რომ ამ წესით, საწვავის მიმართ  დადგენილი ყველა მოთხოვნა დაცული იქნება იმ წერტილიდან, საიდანაც ფრენა შეცვლილი მარშრუტით უნდა განხორციელდეს.“.

9. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. საწვავის ხარჯვის მართვა ფრენისას

1. ზსხ-ის ექსპლუატანტმა უნდა განსაზღვროს პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს ფრენისას საწვავის ოდენობის შემოწმებას და საწვავის ხარჯის მართვას.

2. ზსხ-ის მეთაურმა ფრენისას დროის რეგულარულ ინტერვალებში უნდა განახორციელოს საწვავის ოდენობის შემოწმება და ზსხ-ის ბორტზე არსებული გამოყენებადი საწვავის შეფასება, რათა:

ა) დაადგინოს, რომ საწვავის ხარჯვა მიმდინარეობს დაგეგმილის შესაბამისად;

ბ) დაადგინოს, რომ არსებული გამოყენებადი საწვავი საკმარისია ფრენის უსაფრთხოდ დასასრულებლად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ) დაადგინოს გამოყენებადი საწვავის მოსალოდნელი ოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დანიშნულების აეროდრომზე/საფრენ მოედანზე მიფრენისას.

3. ფრენა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არსებული გამოყენებადი საწვავის მოსალოდნელი ოდენობა დანიშნულების აეროდრომზე/საფრენ მოედანზე მიფრენისას არ იყოს საწვავის ფინალურ რეზერვზე ნაკლები.

4. ზსხ-ის მეთაურმა სმმ–ს უნდა შეატყობინოს საწვავის მარაგით გამოწვეული საავარიო მდგომარეობა, როდესაც გამოთვლილი გამოყენებადი საწვავის ოდენობა უახლოეს შესაფერის აეროდრომზე/საფრენ მოედანზე დაფრენისას, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს უსაფრთხოდ დაფრენა, იქნება საწვავის ფინალურ რეზერვზე ნაკლები.“.

10. 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საწვავით გამართვის პუნქტი უნდა იყოს შემოსაზღვრული შესაბამისი მარკირებებით და აღჭურვილი შესაბამისი ტიპის და რაოდენობის ცეცხლმაქრით;“;

„თ) საწვავით გამართვის განმავლობაში არ განხორციელდება ზსხ-ის ელექტროწყაროს (აკუმულატორი, ბატარეა) დაყენება ან მოხსნა, ასევე ელექტრული წყაროს დამმუხტველი მოწყობილობის დაკავშირება და ამოქმედება;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწვავის შესანახ კონტეინერს უნდა გააჩნდეს საწვავის შესაბამისი ტიპის აღმნიშვნელი მარკირება.“

11. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) ზსხ აღჭურვილია სხვა საექსპლუატაციო აღჭურვილობით, ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში“.

12. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 29. საექსპლუატაციო შეზღუდვები

1. ზსხ-ის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ზსხ-ის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შესაბამისად და დაცული იქნეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საექსპლუატაციო შეზღუდვები.

2. ზსხ-ზე მგზავრის ყოფნისას აკრძალულია არასტანდარტული (Abnormal) და უწესივრობის იმიტაციის მანევრების შესრულება, რომელიც მოიცავს, მათ შორის:

ა) ძრავის უწესივრობის იმიტაციას, როდესაც ძრავას სიმძლავრე შემცირებულია ან შეწყვეტილია;

ბ)  ნებისმიერი სისტემის იმიტირებულ უწესივრობას, რომელიც ააქტიურებს ვიზუალურ ან ხმოვან მაფრთხილებელ სისტემას;

გ) ნებისმიერი სხვა სისტემის იმიტირებულ უწესივრობას, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას.“.

13. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ზსხ-ის ექსპლუატაცია შესაძლებელია შესრულდეს სამოქალაქო ბინდის პერიოდში მზის ამოსვლამდე 30 წუთით ადრე და მზის ჩასვლის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში, თუ:

ა) ზსხ აღჭურვილია შეჯახების ასაცილებელი ნათურებით (ციმციმა), რომელიც შესამჩნევია, სულ მცირე, 5 კმ-დან; და

ბ) საფრენოსნო ექსპლუატაცია ხორციელდება არაკონტროლირებად საჰაერო სივრცეში.“.

14. №1­–№5 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე