დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 280 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.022835 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. სამინისტრო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები ანგარიშვალდებულები არიან სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან. ანალიტიკური საქმიანობის, ადამიანური რესურსების მართვისა და საფინანსო-ეკონომიკური მიმართულების ერთიანი ხელმძღვანელობისა და მართვის მიზნით, სამინისტრო შეიმუშავებს და განსაზღვრავს სრული და სწორი მონაცემებისა და პროცესების მართვის, ურთიერთკოორდინაციისა და განხორციელების მექანიზმებს.“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო.“; ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 15 აგვისტოდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები