„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.022839
284
15/06/2021
ვებგვერდი, 16/06/2021
010220020.10.003.022839
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №284

2021 წლის 15 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

 

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა

ა) ნანა ზამთარაძე – კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე;

ბ) მერაბ ჩალათაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი;

გ) ქეთევან ლომიძე – კომისიის მდივანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

დ) ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

ე) შორენა იოსებიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი;

ვ) გოჩა ფირცხელიანი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი;

ზ) ნინო ჯაფარიძე – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

თ) მერაბ გაფრინდაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;

ი) დავით ლომიტაშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე;

კ) ნიკა ბოჭორიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამთო ინჟინერი, დოქტორი;

ლ) არჩილ მაღალაშვილი – სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასოციირებული პროფესორი;

მ) გიორგი მელიქაძე – თსუ მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი;

ნ) ნინო ჩიქოვანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ო) ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი;

პ) ნოდარ ფოფორაძე – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი;

ჟ) დავით ბლუაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოციირებული პროფესორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი