დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/06/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017480 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში (ვებგვერდი, 14/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ VIII თავი და 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VIII. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი
მუხლი 21. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) მაკროეკონომიკის ცოდნა; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის N99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის N99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა. 3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის N99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა. 4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის N99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა. 5. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის N99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 19 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები