საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 54/7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016636
54/7
22/12/2020
ვებგვერდი, 17/06/2021
480610000.03.030.016636
საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, და

კატარის სახელმწიფოს მთავრობა, წარმოდგენილი განათლების და უმაღლესი განათლების სამინისტროს სახით,

შემდგომში „მხარედ“ და ერთობლივად „მხარეებად“ წოდებულნი,

აქვთ სურვილი რა, რომ გააძლიერონ და განავითარონ მეგობრული კავშირები და ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში. საერთო ინტერესის მიზნებისა და მისწრაფებების მისაღწევად, იღებენ რა მხედველობაში ორივე ქვეყნაში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და წინამდებარე შეთანხმებას,

თანხმდებიან შემდეგზე,


პირველი : თანამშრომლობის საფუძველი

მუხლი  (1)

მხარეები, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, განავითარებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების  ყველა სფეროში, შემდეგზე დაყრდნობით:

  1. ორმხრივი ინტერესების თანასწორობა და პატივისცემა;
  2. მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის პატივისცემა;
  3. ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური და თანაბარი უზრუნველყოფა, მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის მხარეებიც არიან საქართველო კატარის სახელმწიფო.
  4. მონაწილეთა ინტელექტუალური საკუთრების  უფლებების განაწილება თითოეული მხარის წვლილის შესაბამისად, რომელზეც ისინი შეთანხმდნენ და რომელიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის პროექტების შედეგია.

 

მეორე : ზოგადი განათლება

მუხლი ( 2)

მხარეები, საერთო ინტერესების ფარგლებში, ორივე ქვეყანაში ზოგადი განათლების სისტემების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, უპირატესობას მიანიჭებენ თანამშრომლობას შემდეგ ქვე-სფეროებში:

  1. სკოლის მართვა და ლიდერობა;
  2. სწავლა და სწავლება;
  3. სასწავლო გეგმის სტანდარტები;
  4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
  5. მოსწავლეთა დამატებითი ხელშეწყობის საჭიროებები;
  6. ხარისხის კონტროლის შესაბამისად,  მასწავლებლებისა და სკოლის ლიდერების საქმიანობის  შეფასება;
  1. მოსწავლეთა მოსწრების ეროვნული და საერთაშორისო შეფასება;
  2. სწავლების თანამედროვე საშუალებები, რომლებიც გამოყენებულია ან განვითარებულია რომელიმე მხარის მიერ;

9.  ტექნოლოგიები, რომლებიც გამოყენებულია ან განვითარებულია რომელიმე მხარის მიერ უცხო ენების სწავლებისათვის.

მუხლი (3)

მხარეები, წინამდებარე შეთანხმების მეორე მუხლში ხსენებულ სფეროებში  გამოცდილების, რესურსებისა და ცოდნის განვითარების მიზნით, წაახალისებენ თანამშრომლობის ყველაზე ეფექტური და შესაფერისი ფორმების შემუშავებას, რაც მოითხოვება თითოეული სფეროს არსიდან გამომდინარე, კერძოდ, შემდეგი მიმართულებით:

  1. წინამდებარე შეთანხმების მეორე მუხლში ხსენებული სფეროების ექსპერტებისა და სპეციალისტების დელეგაციების გაცვლა;
  2. ორივე მხარის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა;
  3.  მხარეთა შორის კვლევებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
  4. ერთობლივი კურსებისა და ვორქშოფების ორგანიზება.

 

 

მუხლი  (4)

მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას შემდეგი გზებით:

  1. მოსწავლეთა დელეგაციებისა და სკოლის სპორტული გუნდების გაცვლითი ვიზიტები;
  2. საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სახელოვნებო და ლიტერატურული სასკოლო გამოფენების ორგანიზება.

 

მესამე: უმაღლესი განათლება, სამეცნიერო კვლევა და ტექნოლოგიები

მუხლი (5)

მხარეები, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში წაახალისებენ კავშირების გაძლიერებას უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიების სფეროში.

მუხლი (6)

მხარეები წაახალისებენ ინფორმაციის გაცვლას ორივე ქვეყნის აკადემიური პროგრამების თაობაზე. შეიმუშავებენ საგანმანათლებლო დოკუმენტების და მათი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული სერტიფიკატების ორმხრივი აკადემიური აღიარების წესს.

მუხლი (7)

შეთანხმების მხარეები წაახალისებენ ინფორმაციის, დოკუმენტებისა და რესურსების გაცვლას ორი ქვეყნის კულტურის, ცივილიზაციის, ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული საკითხების სწორი ასახვა წიგნებში, მასალებში, საუნივერსიტეტო წყაროებსა და სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პუბლიკაციებში.

მუხლი (8)

მხარეები, ორ ქვეყანაში უმაღლესი განათლების, აკადემიური და გამოყენებითი კვლევის განვითარების მიმართულებით საერთო ინტერესის ფარგლებში, უპირატესობას მიანიჭებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:

  1. ხარისხი და აკრედიტაცია უმაღლეს განათლებაში;
  2. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები;
  3. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უმაღლეს განათლებაში;
  4. აკადემიურ სფეროში  სამეცნიერო კვლევის მართვა;
  5. უნივერსიტეტების სტუდენტების მომზადებისა და საერთო კვლევის ხელმძღვანელობა;
  6. ყველა სხვა მსგავსი საკითხი, რომელზეც შესაძლოა მხარები შეთანხმდნენ.

მუხლი (9)

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას ყველაზე შესაფერისი მეთოდებისა და საშუალებების შემუშავებით თითოეულ შემდეგ საკითხთან დაკავშირებით:

  1. უმაღლესი განათლების დაწესებულებების მაღალი თანამდებობის პირების, ფაკულტეტის წარმომადგენლებისა და მკვლევარების გაცვლითი ვიზიტები ორივე ქვეყნის უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან;
  2. ინფორმაციის, გამოცდილებისა და  კვლევების გაცვლა უმაღლეს განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და საგანმანათლებლო ინსტრუმენტების განვითარების სფეროებში;
  3. საგანმანათლებლო პროგრამებსა და თანამედროვე მიდგომების მქონე კვლევით თემებთან დაკავშირებით სემინარებისა და  ლექციების ორგანიზება;
  4. ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგებისა და ვორქშოფების ორგანიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების საკითხებთან დაკავშირებით;
  5. ერთობლივი  კვლევების განხორციელება ორივე ქვეყნის ინტერესებს მიკუთვნებულ  საკითხებში;
  6. მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებისა და ფაკულტეტის წევრების გაცვლა, მხარეთა შორის წინასწარშეთანხმებულ დისციპლინებში.

 

მეოთხე: ზოგადი დებულებები

მუხლი (10)

მექანიზმები, რომლითაც მხარეები იხელმძღვანელებენ თითოეულ შემოთავაზებულ სფეროში თანამშრომლობისას, კოორდინირებული და შეთანხმებული იქნება დიპლომატიური  არხების მეშვეობით, თანმშრომლობის სფეროსა და ორივე ქვეყნის პარტნიორი დაწესებულებების საჭიროებებიდან გამომდინარე.

მუხლი (11)

დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სემინარებში, კურსებსა და ვორქშოფებში, მხარეთა შორის გაცვლით ვიზიტებთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი,  ასევე, ასეთი ღონისძიებების თარიღები და ხანგრძლივობა, განსაზღვრული იქნება  დიპლომატიური არხების მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მეორე მხარე ინფორმირებულ იქნეს დანიშნულ თარიღამდე, სულ მცირე, ოთხი (4) თვით ადრე.

მუხლი (12)

თითოეული მხარე ფარავს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.       

მუხლი (13)

ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი (14)

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და  ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით გაფორმებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი (15)

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. წინამდებარე შეთანხმება დადებულია 3 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი სამწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისთვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, თავდაპირველი ან ნებისმიერი მორიგი სამწლიანი ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

 

წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა ან ვადის ამოწურვა გავლენას არ იქონიებს არსებულ ან მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე სანამ არ დასრულდება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

ზემოხსენებულის დასადასტურებლად, შესაბამისი მთავრობების სახელით ქვემორე ხელმომწერნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია და ხელმოწერილია  ქალაქ დოჰაში, 2020 წლის 22 დეკემბერს, რაც შეესაბამება 1442 წლის 7 ჯუმადა ალ-ავვალ ჰიჯრის მიხედვით, ორ დედნად, ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება  ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის სახელით  კატარის სახელმწიფოს მთავრობის სახელით

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო

(ხელმოწერილია)

განათლების და უმაღლესი განათლების სამინიტრო

(ხელმოწერილია)