„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 14/06/2021
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016226
144
14/06/2021
ვებგვერდი, 15/06/2021
310150000.54.066.016226
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №144

2021 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 29-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სახელმწიფო ავიაციაში მიღებული პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების შესაბამისი გამოცდილება სრულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის მიღებისთვის მოთხოვნილ გამოცდილებაში, იმ პირობით რომ კანდიდატი  შესაბამის სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე ტექნიკურ ექსპლუატაციას ახორციელებდა:

ვ.ა) A კატეგორიის ოსტატობის შემთხვევაში  არანაკლებ 6 თვე;

ვ.ბ) B1/B2 კატეგორიების ოსტატობის შემთხვევაში – არანაკლებ 1 წელი.

ბ) მე-4 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) უკანასკნელი 24 თვის განმავლობაში, შესაბამისი სხ-ის ან მისი ნაწილის დათვალიერებას, მომსახურებას, ან ტექნიკურ ექსპლუატაციას ახორციელებდა არანაკლებ 6 თვის მანძილზე.“.

2. 31-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ეს მუხლი არ ვრცელდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე