„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 11/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016700
1-1/242
11/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
040030000.22.024.016700
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/242

2021 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, matsne.gov.ge, 15.04.2011, 040030000.22.024.016062) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ს“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს.ბ1“ ქვეპუნქტი:
„ს.ბ1) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი (CPC) 5 წლის ვადით პერიოდული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 200 ლარი;“.
ბ) „ტ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, 
ტრენინგების და ტესტირების ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:
ტ.ა) პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში ყველა მძღოლისათვის – 900 ლარი;
ტ.ბ) პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი, შემოკლებული სასწავლო პროგამის შესაბამისად, 2015 წლამდე გაცემული მართვის მოწმობის მფლობელი მძღოლებისათვის 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 150 ლარი;
ტ.გ) პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი 5 წლის ვადით პერიოდული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 450 ლარი;
ტ.დ) განმეორებითი ტესტირება უფასო;“.
გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:
„ტ1) მძღოლის პროფესიული კომპეტენცურობის ბარათის დამზადებასა და გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 50 ლარი.“.
დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:
უ.ა) საბაზო მომზადება – 180 ლარი;
უ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 130 ლარი;
უ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 110 ლარი;“.
უ.დ) განმეორებითი ტესტირება უფასო.“.
ე) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:
„უ1) სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის დამზადებასა და გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის  20 ლარი.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 3-წლიანი პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის საფუძველზე 2021 წლის 14 ივნისამდე გაცემული მძღოლის ბარათის (ე.წ. „კოდი 95“-ს პლასტიკური ბარათი) მოქმედების ვადა გაიზარდოს 2 წლით, სწავლების გავლის და სწავლების საფასურის გადახდის გარეშე. გადაიხდება მხოლოდ მძღოლის ბარათის საფასური.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიეკატერინე მიქაბაძე