„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016669
24
11/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
010260010.35.148.016669
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2021 წლის 11 ივნისი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად  მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას, კოორდინაციას და ადმინისტრირებას.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ვ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ვ3“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ3. ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ვ4“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ4. ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;“

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ვ5“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ5. მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ვ6“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ6.  ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;“

თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ვ7“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე