„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016671
26
11/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
010250050.35.148.016671
„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2021 წლის 11 ივნისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 ნოემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2020, 010250050.35.148.016639) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21.

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი განისაზღვროს მარშრუტების მიხედვით დანართი 3-ის შესაბამისად.“.

ბ) დადგენილების 22 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22.

1. მგზავრი ვალდებულია დადგენილების დანართი 3-ით განსაზღვრულ მარშრუტებზე M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისთვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს ელექტრონული გადახდის საშუალებით.

2. პირისთვის, რომელიც მგზავრობს დადგენილების დანართი 3-ით განსაზღვრულ მარშრუტებზე M3 კატეგორიის ავტობუსებით, პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში აღნიშნული ავტობუსებით განხორციელებული შემდგომი მგზავრობები უფასოა. შეღავათით სარგებლობის ერთსაათიან პერიოდში განმეორებითი მგზავრობისას მგზავრმა კვლავ უნდა გაატაროს ელეტრონული გადახდის საშუალება ელეტრონული გადახდის სპეციალურ მოწყობილობაზე და ავტობუსში მოქმედი გადახდის სისტემა უზრუნველყოფს ნულოვანი ტარიფის დაანგარიშებას – სისტემა დაიანგარიშებს წინა ფასიანი მგზავრობის დროს და თუ მის შემდეგ არ არის გასული საშეღავათო ერთსაათიანი პერიოდი, მგზავრობის ღირებულებაში დააფიქსირებს 0 თეთრს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც უფასოდ მგზავრობის ერთსაათიანი პერიოდის განმავლობაში ერთი და იმავე ავტობუსის მარშრუტზე, ერთი და იგივე ავტობუსში, მგზავრს აქვს ელექტრონული გადახდის საშუალებით სამგზავრო ტარიფით განსაზღვრული ღირებულების რამდენჯერმე გადახდის შესაძლებლობა. ამ დროს, სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე ელექტრონული გადახდის საშუალების პირველადი გატარებისას მომხმარებელი იხდის მგზავრობის საფასურს ერთსაათიანი შეღავათის გათვალისწინებით, თუმცა, იმავე ავტობუსში ელექტრონული გადახდის საშუალების პირველი გატარების შემდეგ თხუთმეტი წუთის განმავლობაში მეორე და შემდგომი გატარებისას, იხდის ბილეთის სრულ ღირებულებას.“.

გ) დადგენილებას დაემატოს დანართი 3 – გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (M3 კატეგორიის) ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და 1-ლი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 19 მაისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი  3

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (M3 კატეგორიის) ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი

მარშრუტის №

ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები

მარშრუტის უკუმიმართულება

ტარიფი

1

1ა

გორგასლის ქუჩა (დევნილთა კორპუსები); მშვიდობის გამზირი; მდ. ლიახვის ხიდი; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი) ; გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი;  სულხან-საბას ქუჩა; თამარ მაფის ქუჩა; აბრამიშვილის ქუჩა; ჩუბინიშვილის ქუჩა; ფერაძის ქუჩა;

ფერაძის ქუჩა; ძმები რომელაშვილების ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; გორგასლის ქუჩა (დევნილთა კორპუსები)

0,50

2

  1ბ

გორგასლის ქუჩა (დევნილთა კორპუსები); მშვიდობის გამზირი; მდ. ლიახვის ხიდი; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; ძმები რომელაშვილების ქუჩა; ფერაძის ქუჩა; ჩუბინიშვილის ქუჩა; აბრამიშვილის ქუჩა;

აბრამიშვილის ქუჩა; თამარ მაფის ქუჩა; რაზმაძის ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი;  მშვიდობის გამზირი; გორგასლის ქუჩა (დევნილთა კორპუსები) 

0,50

3

2

თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი;  მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; კეცხოველის ქუჩა; გორიჯვრის ქუჩა (რკინიგზის სადგური); სამადაშვილის ქუჩა; მარაბდელის ქუჩა; ძმები ზუბალაშვილების ქუჩა; კეცხოველის ქუჩა; ყოფილი ნავთობ ბაზის მიმდებარე ტერიტორია

ყოფილი ნავთობ ბაზის მიმდებარე ტერიტორია; კეცხოველის ქუჩა; მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; სტალინის გამზირი; ქუთაისის ქუჩა; სტალინის გამზირი;  ჭავჭავაძის გამზირი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზატკეცილი; თავდაცვის აკადემია

0,50

4

2ა

თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი;  მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; კეცხოველის ქუჩა; გორიჯვრის ქუჩა; ელექტროფიკაციის დასახლება;გორიჯვრის ქუჩა(რკინიგზის სადგური).

გორიჯვრის ქუჩა(რკინიგზის სადგური). სამადაშვილის ქუჩა; კეცხოველის ქუჩა; მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; სტალინის გამზირი; ქუთაისის ქუჩა; სტალინის გამზირი; ჭავჭავაძის გამზირი;გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზატკეცილი; თავდაცვის აკადემია

0,50

5

3

სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო;  ცხინვალის გზ.; ტყვიავის ქუჩა; ნადირაძის ქუჩა

ნადირაძის ქუჩა; ტყვიავის ქუჩა; ცხინვალის გზ.26  მაისის სახელობის სანაპირო; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; სოფ. ტინისხიდი

0,50

6

3ა

სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო;  ცხინვალის გზ.; თავდაცვის აკადემია

თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.26  მაისის სახელობის სანაპირო; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; სოფ. ტინისხიდი

0,50

7

4

სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი; ფარნავაზ მეფის ქუჩა; სუხიშვილის ქუჩა;  ვერხვების დევნილთა დასახლება

 ვერხვების დევნილთა დასახლება; სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; სტალინის გამზირი; ქუთაისის ქუჩა; სტალინის გამზირი;ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; სოფ. ტინისხიდი

0,50

8

4ა

სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი; ფარნავაზ მეფის ქუჩა; სუხიშვილის ქუჩა;  მტკვარწალმშენის დასახლება; სოფელი ბერბუკი

სოფელი ბერბუკი; მტკვარწყალმშენი;  სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; სტალინის გამზირი; ქუთაისის ქუჩა; სტალინის გამზირი;ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; სოფ. ტინისხიდი

0,50

9

5

სოფ. ორთაშენი; შინდისის გმირების გამზირი; ჭონქაძის ქუჩა; ლიახვის ხიდი; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ბარნოვის ქუჩა; ძმები რომელაშვილების ქუჩა; ფერაძის ქუჩა; ჩუბინიშვილის ქუჩა; თამარ მეფის მეხუთე კვარტალი

თამარ მეფის მეხუთე კვარტალი; ჩუბინიშვილის ქუჩა; ფერაძის ქუჩა; ძმები რომელაშვილების ქუჩა; ბარნოვის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; ჭონქაძის ქუჩა; შინდისის გმირების გამზირი; სოფ. ორთაშენი

0,50

10

5ა

სოფ. თედოწმინდა; სოფ. ორთაშენი; შინდისის გმირების გამზირი; ჭონქაძის ქუჩა; ლიახვის ხიდი; ჭავჭავაძის გამზირი (ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი); გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი;  მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; კეცხოველის ქუჩა; გორიჯვრის ქუჩა (რკინიგზის სადგური)

გორიჯვრის ქუჩა (რკინიგზის სადგური); სამადაშვილის ქუჩა; კეცხოველის ქუჩა; მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; სტალინის გამზირი; ქუთაისის ქუჩა; სტალინის გამზირი; ჭავჭავაძის გამზირი;იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; ჭონქაძის ქუჩა; შინდისის გმირების გამზირი; სოფ. ორთაშენი; სოფ.თედოწმინდა

0,50

11

6

ვოლოგდის დასახლება; ცხინვალის გზ.; პაპიტაშვილის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა;  ნინოშვილის ქუჩა; პუშკინის ქუჩა; თბილისის ქუჩა; ფარნავაზის ქუჩა; ძმები რომელაშვილების ქუჩა;ჭავჭავაძის გამზირი;  გურამიშვილის ქუჩა (იუსტიციის სახლი); 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზატკეცილი; ვოლოგდის დასახლება

წრიული

0,50

12

6ა

ვოლოგდის დასახლება; ცხინვალის გზ.; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი; გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; ძმები რომელაშვილების ქუჩა; სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; პუშკინის ქუჩა; ნინოშვილის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა; პაპიტაშვილის ქუჩა; ცხინვალის გზატ.; ვოლოგდის დასახლება.

წრიული

0,50

13

7

იუსტიციის სახლი; გურამიშვილი ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზ.; პუშკინის ქუჩა; თბილისის ქუჩა; ფარნავაზის ქუჩა; დავით აღმაშენებლის გამზირი; ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი

წრიული

0,50

14

7ა

ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი;  გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი ; დავით აღმაშენებლის გამზირი ; სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; კახნიაშვილის ქუჩა; გოგებაშვილის ქუჩა;  26 მაისის  სახელობის სანაპირო; ფეხბურთის სტადიონი

წრიული

0,50

15

8

გურამიშვილის ქუჩა (იუსტიციის სახლი); 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზატკეცილი; თავდაცვის აკადემია

თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.; 26 მაისის სახელობის სანაპირო; გურამიშვილის ქუჩა (იუსტიციის სახლი)

0,50