ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლის, კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლის, კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016451
10
11/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
010250050.35.140.016451
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლის, კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 11 ივნისი

დაბა ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლის, კატის ) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის რ) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ასპინძის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლის, კატის ) ყოლის წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი
ასპინძის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური

ცხოველების (ძაღლის, კატის ) ყოლის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები და რეგულირების სფერო

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ძაღლის და კატის  ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტში, დაბა ასპინძის ცენტრალურ ქუჩებში, ასევე  სკვერებში და  კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ყოლისა და მოვლა-პატრონობის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

მუხლი 2. წესის მიღების მიზანი

წესის მიღების მიზანია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლებისა და კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.

მუხლი 3. ცხოველთა მეპატრონის უფლებები და მოვალეობები

1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიძინოს, იყიდოს, იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან ან ქუჩიდან, მიიღოს მემკვიდრეობით ან ანდერძით, ცხოველი ემოციური, ესთეტური ან პრაქტიკული მიზნებისათვის, იყოლიოს იგი იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე.

2. მეპატრონე ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება,  კეთილსაიმედო გარემოს შექმნა, საძილე ადგილის გამოყოფა, მოწყობა, დათბუნება, ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებასთან. ასევე, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა მოახდინოს შესაბამისი პირობების (საბმელის, ალიკაპის) დაცვით;

ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფ პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;

გ) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველების მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარიული მოქმედება.

დ) მოახდინოს  წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება და სავალდებულო ვაქცინაცია;

ე) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში  წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა.

მუხლი 4. შეზღუდვის  ფარგლები

დაუშვებელია ცხოველებისათვის დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფებს.

მუხლი 5. კონტროლის  განხორციელება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისა და მათი ყოლის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

მუხლი 6. საინფორმაციო  და საგანმანათლებლო  საქმიანობა

საინფორმაციო  და საგანმანათლებლო  საქმიანობის მიზნით  მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:

1.  განახორციელოს პროგრამები  და პროექტები ამ წესის პოპულარიზაციისათვის;

 2. აქტიურად ითანამშრომლოს ცხოველთა  დაცვის სახელწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო  სექტორთან, დაინტერესებულ პირებთან  და ხელი შეუწყოს მოსახლეობის მ.შ. მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერების  ამაღლებას ცხოველების  მიმართ.

მუხლი 7. სამართლებრივი რეგულირება

1. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი შესაბამისი მუხლებით. 

 2. შინაურ ცხოველებთან (ძაღლი,კატა)  დაკავშირებული საკიხები, რომელსაც არ აწესრიგებს ეს დადგენილება რეგულირდება  საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.