თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016542
14
10/06/2021
ვებგვერდი, 11/06/2021
010250050.35.163.016542
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2021 წლის 10 ივნისი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 09/03/2020, 010250050.35.163.016500).

1. თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის  მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გაზიფიცირების გარეშე არსებულ დასახლებებში (თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეული სრულად და სოფელი ლეჩური) მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს გაზიფიცირების გარეშე არსებულ დასახლებებში, კერძოდ, თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში (თეთრიწყლები, კობაძე, სეროდანი, პანტიანი, ნადიკვარი) და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარებას. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად ტალონების სახით. თითოეულ ოჯახს ყოველთვე გადაეცემა  ტალონი, რომლის მეშვეობით მიმწოდებელი კომპანიისგან ერთჯერადად მიიღებს თხევად აირს 15 ლიტრის ოდენობით. ტალონების გადაცემას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფენ მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ)  მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიგა ორკოდაშვილი