თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016541
13
10/06/2021
ვებგვერდი, 11/06/2021
010250020.35.163.016541
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2021 წლის 10 ივნისი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის № 21 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი , მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 05/08/2020, 010250020.35.163.016513).

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ.”.

2. დადგენილების მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დაწესდეს თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე  მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების (ინდივიდუალური სპორტის სახეობის შემთხვევაში იგულისხმება პირველი მწვრთვნელი) წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო და მისი ოდენობა განისაზღვროს დანართის შესაბამისად.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი ,  მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების  შესახებ“  ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

 

მუხლი 2
ადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიგა ორკოდაშვილი



დანართი

 

თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების  შესახებ

მუხლი 1. პირები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე დადგენილება:

1. ფულადი ჯილდო გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, 2021 წელს მიღწეული სპორტული წარმატებისათვის.

2. ფულადი ჯილდო აგრეთვე გადაეცემა იმ მწვრთნელებს, რომლებიც სამწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ თელავის  მუნიციპალიტეტში და რომელთა მიერ მომზადებულმა თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა დაიკავეს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილები.

მუხლი 2. წინამდებარე დადგენილება არ ვრცელდება კომერციულ ტურნირებში მონაწილე სპორტსმენებზე.

მუხლი 3. ფულადი ჯილდოს  ოდენობის შესახებ.

1. თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების (პირველი მწვრთვნელი) წახალისების მიზნით დაწესდეს ფულადი ჯილდო ოლიმპიურ სახეობებში შემდეგი ოდენობით:

1.1 ოლიმპიური თამაშები:

ა) პირველი ადგილი – 10 000 ლარი, მწვრთნელი – 5 000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 7 000 ლარი, მწვრთნელი – 3500 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 5 000 ლარი; მწვრთნელი – 2 500 ლარი.

1.2. მსოფლიო პირველობა, უფროსი ასაკი:

ა) პირველი ადგილი – 7000 ლარი, მწვრთნელი – 3500 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი;

1.3. მსოფლიო პირველობა, ახალგაზრდები:

ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

1.4. მსოფლიო პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:

ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი –1500 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი –1000 ლარი;

გ)მესამე ადგილი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი;

1.5. ევროპის პირველობა, უფროსი ასაკი:

ა) პირველი ადგილი – 6000 ლარი, მწვრთნელი – 3000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი – 2000 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

1.6. ევროპის პირველობა, ახალგაზრდები:

ა) პირველი ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი –2000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;

გ) მესამე ადგილი –1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი.

1.7. ევროპის პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:

ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი.

1.8. საქართველოს პირველობა, უფროსი ასაკი:

ა) პირველი ადგილი – 1850 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 1250 ლარი, მწვრთნელი – 850 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 650 ლარი, მწვრთნელი – 650 ლარი.

1.9. საქართველოს პირველობა, ახალგაზრდები:

ა) პირველი ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 350 ლარი, მწვრთნელი – 175 ლარი.

1.10. საქართველოს პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:

ა) პირველი ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 350 ლარი, მწვრთნელი – 175 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი.

2.  თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების (პირველი მწვრთვნელი) წახალისების მიზნით დაწესდეს ფულადი ჯილდო არაოლიმპიურ სახეობებში შემდეგი ოდენობით:

2.1. მსოფლიო პირველობა, უფროსი ასაკი:

ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

2.2. მსოფლიო პირველობა, ახალგაზრდები:

ა) პირველი ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი – 2000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;

2.3. მსოფლიო პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:

ა) პირველი ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი –1000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 1500 ლარი, მწვრთნელი –750 ლარი;

გ)მესამე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;

2.4. ევროპის პირველობა, უფროსი ასაკი:

ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;

2.5. ევროპის პირველობა, ახალგაზრდები:

ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი –1500 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

გ) მესამე ადგილი –1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი.

2.6. ევროპის პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:

ა) პირველი ადგილი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი.

2.7. საქართველოს პირველობა, უფროსი ასაკი:

ა) პირველი ადგილი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 400 ლარი.

2.8. საქართველოს პირველობა, ახალგაზრდები:

ა) პირველი ადგილი – 400 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 350 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი.

2.9. საქართველოს პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:

ა) პირველი ადგილი – 3500 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 250 ლარი, მწვრთნელი – 100 ლარი.

3. პირველობა ვეტერანებს შორის (სპორტის ოლიმპიურ სახეობებში).

3.1 მსოფლიო პირველობა:

ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 4000 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 3000 ლარი.

3.2 ევროპის პირველობა

ა) პირველი ადგილი – 3000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 2000 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 1000 ლარი.

4. სპორტის გუნდური სახეობები:

4.1 საქართველოს ჩემპიონატი, უფროსი ასაკი უმაღლესი დივიზონი:

ა) პირველი ადგილი – 20000ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 10000 ლარი, მწვრთნელი – 850 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 650 ლარი.

4.2 საქართველოს ჩემპიონატი, ახალგაზრდები:

ა) პირველი ადგილი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 4000 ლარი, მწვრთნელი – 800 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 600 ლარი.

4.3 საქართველოს ჩემპიონატი, ჭაბუკები და გოგონები;

ა) პირველი ადგილი – 2500 ლარი, მწვრთნელი – 1250 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 1700 ლარი, მწვრთნელი – 850 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 1300 ლარი, მწვრთნელი – 650 ლარი.

5. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ტურნირები

5.1. უფროსი ასაკი:

ა) პირველი ადგილი –1250 ლარი, მწვრთნელი – 625 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 750 ლარი, მწვრთნელი – 375 ლარი.

5.2. ახალგაზრდები:

ა) პირველი ადგილი – 750 ლარი, მწვრთნელი – 375 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 650 ლარი, მწვრთნელი – 325 ლარი;

გ) მესამე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი;

5.3. ჭაბუკები და გოგონები:

ა) პირველი ადგილი – 600 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი;

ბ) მეორე ადგილი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი.

გ) მესამე ადგილი – 300 ლარი, მწვრთნელი – 150 ლარი.

მუხლი 4. ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ

1. ფულადი ჯილდოს გადაცემას, ამ წესის შესაბამისად, აღასრულებს თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.  

2. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიმღები პირი, ერთჯერადი ჯილდოს მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკომენტაცია:

2.1. სრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით)

გ) გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სრულწლოვანი სპორტსმენის საბანკო ანგარიში.

2.2 არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში:

ა) არასრულწლოვანი სპორტსმენის მშობლის ან მეურვე/მზრუნველის საბანკო ანგარიში.

ბ) არასრულწლოვანი სპორტსმენის კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (სპორტსმენის დაბადების მოწმობა ან მეურვის/  მზრუნველის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით)

დ) გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.3. მწვრთნელის შემთხვევაში:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით).

გ) პირველი მწვრთნელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მწვრთნელის საბანკო ანგარიში.