„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022834
277
09/06/2021
ვებგვერდი, 10/06/2021
010240030.10.003.022834
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2021 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019877) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“:

1. მე-7 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საინვესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში, პროექტების საბოლოო შეფასებისა და სამინისტროს პოზიციების შეჯერების მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აგრეთვე, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები.“.

2. მე-9 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი;“.

3. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი

ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) წარდგენილი პროექტების/რეგულაციების ფისკალური რისკის ანალიზი, შეფასება და დასკვნის მომზადება;

ბ) ფისკალური რისკების მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება წარდგენილ პროექტებსა და არსებულ რეგულაციებზე;

გ) პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების  იდენტიფიცირება, შეფასება და მათ მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ფისკალური რისკების რეგულარული ანალიზი და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;

ე) საინვესტიციო პროექტების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობის მიღება, დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად, ფისკალური რისკების გამოვლენისა და შეფასების მიზნით, ასევე პროექტებთან მიმართებით წარდგენილ ანალიზებში გამოყენებული დაშვებების მართლზომიერების ანალიზი;

ვ) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით,  კომპილაციის პროცესის ხელშეწყობა;  

ზ) სახელმწიფო საწარმოების ფინანსური და არაფინანსური შედეგების შეფასება;

თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის არსებული ჩარჩოს რეგულარული ანალიზი, პოტენციური ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი