„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.022833
276
09/06/2021
ვებგვერდი, 10/06/2021
240140000.10.003.022833
„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №276

2021 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2011, 240140000.10.003.016334) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია (შემდგომში − კომისია) განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი.

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი − კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი