„სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 აპრილის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 აპრილის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.022832
275
09/06/2021
ვებგვერდი, 10/06/2021
010220000.10.003.022832
„სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 აპრილის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2021 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 აპრილის №156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 აპრილის №156 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/04/2021, 010220000.10.003.022711) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ორი მოადგილე (საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის კურატორი მოადგილეები);“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი