დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480450000.10.003.022828 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2016, 480450000.10.003.019369) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის“:
1. პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც ამ წესის შესაბამისად დარეგისტრირებულია სააგენტოს „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრში“ (შემდგომში – რეესტრი) და უფლებამოსილია, გამოიყენოს პრეკურსორი თავისი საქმიანობისთვის ან/და განახორციელოს მისი რეალიზაცია. 6. იურიდიული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი IV სიის №1 და №2 ცხრილებში შეტანილ პრეკურსორებზე, თუ ისინი წარმოდგენილია სუფთა ნივთიერების სახით. 7. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის შემდეგ, IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტ-ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ხოლო IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების საქართველოს საბაჟო საზღვარზე უშუალოდ გადაადგილება ხორციელდება წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და სააგენტოს მიერ დამატებით სანებართვო მოწმობის გაცემას არ საჭიროებს.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეესტრში რეგისტრირებული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი პრეკურსორის იმპორტზე (დანართი №5) ან ექსპორტზე (დანართი №6), რომელსაც გასცემს სამინისტრო სააგენტოს მეშვეობით.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება-დეკლარაცია პრეკურსორის იმპორტზე (დანართი №3) ან განცხადება-დეკლარაცია პრეკურსორის ექსპორტზე (დანართი №4), რომელშიც ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს:“; ბ.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) იმპორტიორი, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;“; ბ.გ) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.დ) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) საიმპორტო/საექსპორტო პრეკურსორის რაოდენობა;“; ბ.ე) „ა.ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ1“ ქვეპუნქტი: „ა.ზ1) პრეკურსორის იმპორტის/ექსპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა;“; ბ.ვ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომწოდებელთან (ექსპორტის დროს – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით;“; ბ.ზ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ექსპორტის შემთხვევაში, დამატებით წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის დოკუმენტი, რომლის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა ფიქსირდება სამინისტროს მიერ სააგენტოს მეშვეობით გაცემულ წინასწარი საექსპორტო შეთანხმების დოკუმენტში;“. გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პრეკურსორის იმპორტის/ექსპორტის განცხადება-დეკლარაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი დასახელების პრეკურსორის მითითება.“; დ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი იმპორტზე ფორმდება 5 ეგზემპლარად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), საიდანაც:“; ე) მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ექსპორტზე ფორმდება ინგლისურ ან ქართულ ენაზე, 5 ეგზემპლარად (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), საიდანაც:“; ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა ერთი დასახელების პრეკურსორის ერთჯერადად იმპორტის (ექსპორტის) განსახორციელებლად.“; ზ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება სააგენტოში განცხადება-დეკლარაციის რეგისტრაციიდან იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვითა და არაუმეტეს მომწოდებელთან (შესაბამისად – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.“; თ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება სააგენტოში განცხადება-დეკლარაციის წარდგენიდან იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე არაუმეტეს მომწოდებელთან (შესაბამისად – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.“. 4. №1, №2, №3, №4, №5 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრის ფორმა
დანართი №2 დეკლარაცია
საქმიანობაში პრეკურსორების გამოყენების თაობაზე
დანართი №3
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორს To: Director of the LEPL - Agency for Regulation of Medical and Pharmaceutical Activities
______________________________ განცხადება - დეკლარაცია პრეკურსორის იმპორტზე
S t a t e m e n t – D e c l a r a t i o n For the import of precursor
1. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________
Name, legal form, ID number, juridical and factual addresses of importing organization ------------------------------------------------------------------------------------------------ 2. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________
Name, legal form and juridical and Factual addresses of exporting organization
-----------------------------------------------------------------------------------------------
3. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი, სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა: • ___________________________________________________________________
Name of the Precursor, Chemical Abstracts Service Registry Number (CAS number), Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor ------------------------------------------------------------------------------------------------------
4. იმპორტის მიზანი: -----------------------------------------------------------------------------------------------
Intention of import
5. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება პრეკურსორის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) პროცედურა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------- Type of transport by which the precursor release procedure (import) will be carried out
-----------------------------------------------------------------------------------
6. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი): ____________________________________________________________________
Name and address of manufacturing site
-----------------------------------------------------------------------------------------
7. იმპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა: --------------------------------- Estimated deadline for import -----------------------------------------------------------
8. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
Confirmation of the accuracy of the information specified by present document Signature of the responsible person
______________________ „____“ _____________ 20
დანართი №4
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორს To: Director of the LEPL - Agency for Regulation of Medical and Pharmaceutical Activities
______________________________ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა პრეკურსორის ექსპორტზე S t a t e m e n t – D e c l a r a t i o n For the export of precursor
1. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: _______________________________________________
Name, legal form, ID number juridical and factual addresses of exporting organization
------------------------------------------------------------------------------------------------------
2. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ Name, legal form, juridical and factual addresses of importing organization
3. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა: _______________________________________________________________ _______________________________________________________________ _______________________________________________________________ Name of the Precursor, Chemical Abstracts Service Registry Number (CAS number),, Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor _______________________________________________________________
4. ექსპორტის მიზანი: ____________________________________________________________________ Intention of export ____________________________________________________________________
5. იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის დოკუმენტის №, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა ____________________________________________________________________ Number of Import certificate, dates of issue and expiry ____________________________________________________________________
6. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საექსპორტო ოპერაცია: ____________________________________________________________________
The type of transport by which the precursor will be exported ____________________________________________________________________
7. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი): ____________________________________________________________________ Name and address of manufacturing site ____________________________________________________________________
8. ექსპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა: --------------------------------- Estimated deadline for import -----------------------------------------------------------
9. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
Confirmation of the accuracy of the information specified by present document Signature of the responsible person
_______________ „____“ _________ 20
დანართი №5
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პრეკურსორის იმპორტზე (წინა გვერდი)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან Ministry of Internally displaced დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და persons from the occupied territories, სოციალური დაცვის სამინისტრო Labor, Health and Social Affairs of Georgia
სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული LEPL ,,Regulation Agency for Medical საქმიანობის რეგულირების სააგენტო“ and Pharmaceutical Activities“
0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144, AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, საქართველო TBILISI, GEORGIA
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის იმპორტზე DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON IMPORT OF PRECURSOR SPECIFIED BY CONVENTION 1988
სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორზე, ადასტურებს, რომ LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement „United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substance of 1988“ content requests on precursor confirms that
უფლება აქვს შემოიტანოს საქართველოში Has the right to import into Georgia
შემდეგი ნივთიერება: The following substance
ტრანსპორტის სახეობა Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––
აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება Which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემის თარიღი Date of issue ––––– ––––––––––––– 20 მოქმედების ვადა Date of expiry ––––– ––––––––––––– 20 ბ.ა
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი Director of the LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ (უკანა გვერდი)
იმპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ
Endorsement by relevant organ of revenue service of importing country on import of actual amount of substance specified by present document
დანართი №6
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პრეკურსორის ექსპორტზე (წინა გვერდი)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან Ministry of Internally displaced დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და persons from the occupied territories, სოციალური დაცვის სამინისტრო Labor, Health and Social Affairs of Georgia
სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული LEPL ,,Regulation Agency for Medical საქმიანობის რეგულირების სააგენტო“ and Pharmaceutical Activities“
0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144, AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, საქართველო TBILISI, GEORGIA წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის ექსპორტზე DOCUMENT OFPRELIMINARY AGREEMENT ON EXPORT OF PRECURSOR SPECIFIED BY CONVENTION 1988
სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორზე, ადასტურებს, რომ LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988“ content requests on precursor confirms that
უფლება აქვს გაიტანოს საქართველოდან Has the right to export from Georgia
შემდეგი ნივთიერება: The following substance
ტრანსპორტის სახეობა Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––
იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა:
Number of Import certificate, dates of issue and expiry:
აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება Which will be used ––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემის თარიღი Date of issue ––––– ––––––––––––– 20 მოქმედების ვადა
Date of expiry ––––– ––––––––––––– 20
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი Director of the LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“
ბ.ა წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პრეკურსორების ექსპორტზე (უკანა გვერდი)
ექსპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ Endorsement by relevant organ of revenue service of exporting country on export of actual amount of substance specified by present document
Endorsement by importing country
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები