„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 12/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.022827
279
09/06/2021
ვებგვერდი, 09/06/2021
010220000.10.003.022827
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №279

2021 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების  განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

ბ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, ორგანიზებას, პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;

დ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენას, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესით;

ე) საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ზ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას;

თ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციას;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობას;

კ) საქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას;

ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხდომების მოწვევისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;

მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას;

ო) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას;

პ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;

ჟ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაციას;

რ) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;

ს) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ტ) საქართველოს პრემიერ­-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;

უ) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე  მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;

ფ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-­მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;

ქ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას;

ღ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;

ყ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს;

შ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;

ჩ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე;

ც) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ა.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;

ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;

ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ა.ე) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;

ა.ვ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ა.ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია;

ა.თ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;

ა.ი) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა;

ა.კ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;

ა.ლ) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;

ა.მ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;

ა.ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ბ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ბ.ა) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;

ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

გ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;

გ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

გ.გ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

გ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;

გ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;

გ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

დ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

დ.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;

დ.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა;

დ.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დისტანციურად, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;

დ.ე) საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის არქივის წარმოება;

დ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა;

ე.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო და  საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ე.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ე.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ე.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;

ე.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;

ე.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი;

ე.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;

ე.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად;

ე.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების  განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;

ე.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება;

ე.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის  საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;

ე.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;

ე.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა;

ე.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოჯისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება;

ე.ჟ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;

ე.რ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;

ე.ს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე.ტ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

ე.უ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;

ე.ფ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;

ე.ქ) სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული სერვისების შემუშავება და მათი განხორციელება;

ე.ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ვ) ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია:

ვ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;

ვ.ბ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

ვ.გ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ვ.დ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;

ვ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ვ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ზ) ანტიკორუფციული სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ზ.ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების განხორციელება,  საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა. ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;

ზ.ბ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა;

ზ.გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე ძირითადი ტენდენციების,  სიახლეებისა და  სახელმწიფოთა კანონმდებლობის კვლევა;

ზ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

თ) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

თ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

თ.ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების,  სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

თ.გ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ.დ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;

თ.ე) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

თ.ვ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;

თ.ზ) დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად, შესაბამისი სამინისტროებიდან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან და მუნიციპალური ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა-ანალიზი;    

თ.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ი) მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ი.ა) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი;

ი.ბ) მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;

ი.გ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ი.დ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით წინადადებების შემუშავება;

ი.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

კ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება;

კ.ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა;

კ.გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა;

კ.დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი;

კ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება;

კ.ვ) ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სინქრონიზება, განახლება, კორექტირება და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზი;

კ.ზ) მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარ დაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია;

კ.თ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, თანამშრომლები) კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

კ.ი) მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში: აღნიშნული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;

კ.კ) ღონისძიების შესაბამისი კონცეფციის შექმნა და ფორმატის განსაზღვრა; ღონისძიების შესაძლო რისკების განსაზღვრა და მათი მართვა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

კ.ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან;

კ.მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ლ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;

ლ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ლ.გ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და მონიტორინგის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ.ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;

ლ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა;

ლ.ზ) დისციპლინური გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებების განხორციელება, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ლ.თ) საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ლ.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

მ) პროტოკოლის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:

მ.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება;

მ.ბ) საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება;

მ.გ) შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება;

მ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ნ) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ნ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;

ნ.ბ)  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;

ნ.გ) საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირების მიზნით, თანამშრომლობა სხვა უწყებების შიდა აუდიტის სუბიექტებთან და ამ მიზნით მათი საქმიანობის წლიური ანგარიშების, სტრატეგიული და წლიური გეგმების, აუდიტორული შემოწმებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების გამოთხოვა;

ნ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე დანერგილი კონტროლების შემოწმება და შეფასება;

ო)  შესყიდვების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ო.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;

ო.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;

ო.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;

ო.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება;

ო.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

ო.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

ო.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;

ო.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

ო.ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი;

ო.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით.

3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება, შეიქმნას სამმართველო, სამსახური ან/და განყოფილება.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-­მინისტრი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის   78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან (მათ შორის, სპეციალურ წარმომადგენელთან, მრჩეველთან ან/და თანაშემწესთან);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 12 ივლისიდან.           

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი